რელიგია და ფილოსოფიაში ვერ გავხსენი თემა პოსტების სიმცირის გამო,მაგრამ მგონი არც აქ იქნება ურიგო ამაზე საუბარი.

ჩნდება გონებრივი დეფექტეის მქონდე ადამიანი,რის გამოც ზოგჯერ მენტალური ასაკი რჩება მაგალითად 3-4 წლის ასაკში ან სულაც უუნაროა.
თუ ჯანმრთელი ადამიანი აზროვნებს,ადის და ჩამოდის სულიერი განვითარების რაღაც საფეხურებზე,აქვს დილემები,ბრძოლები და ნელ-ნელა იცნობს საკუთარ სულს,გონებაშეზღუდულობისას ასეთი არაფერი ხდება.
მაშინ რა ხდება,რას განიცდის ან რატომ (ასეთ კითხვებზე ზუსტი პასუხები არაა,მაგრამ მაინც) მოვიდა დედამიწაზე ისეთ სხეულში,რომელიც არ იდო სამყაროს შექმნის იდეაში?
პირადად მე,ჯერ-ჯერობით ამაზე გარკვეული მოსაზრება არ მაქვს.არც ის ვიცი საიდან ამეკვიატა ეს აზრი დილიდანვე!
თუმცა ახლა გამახსენდა,წლების წინ რომელიღაც რელიგიურ თუ მაგიური სიბრძნის წიგნში წავიკითხე,ზოგჯიერთი სული ისჯება მისი ცოდვების გამო და დედამიწაზე მეორედ მოდის გონებაჩამორჩენილ და დეფექტიან ადამიანებში.
მოკლედ ასე,იმედია სხვასაც დააინტერესებს ან აინტერესებდა ეს თემა და ოდნავ ფორმა მიეცემა ჩემს აზრებს ))