https://www.facebook.com/photo.php?v=1015146952465359821 აპრილს სან-მარინოს რესპუბლიკაში, ქვეყნის სოციალისტური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, პირველად ევროპაში, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელი მიიწვიეს. მაურო მურჯია ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისკენ მოუწოდა.
ამასთან, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დიპლომატიურ გარღვევაზე საუბრობენ. მაისის თვეში მურჯიას სიტყვით გამოსვლა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც ჰქონდა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია და ამის მაგალითად იტალიასა და სან-მარინოში წარმომადგენლობის ქონა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობას 2000 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმინისტრი სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის წოდებას დღემდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, „სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი."
ხსენებული ინფორმაცია, მათ შორის, განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულოს მისამართად მითითებულია ბანკ ქართუს ადგილმდებარეობა (ჭავჭავაძის გამზირი, 39ა), ელ-ფოსტად კი - ასევე ქართუ ჯგუფის მისამართი (office@cartugroup.com).
http://www.tabula.ge/ge/story/71719-aghiar...rtveloshi-kvlav This post has been edited by tsurkava on 1 Jun 2013, 12:09