საბაგირომ, რომელიც ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტადაა მიჩნეული, 23 წლის წინ 1990 წლის 1 ივნისს 20 მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა .( ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები )
მგზავრების გადაყვანისას, ზემოთ ამავალი ვაგონის საწევი ბაგირი გაწყდა. ერთი ვაგონი ქვედა სადგურის კედელს დაეჯახა, ხოლო მეორე - საყრდენის ბუნიკს.
1990 წლის 1 ივნისის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავარია იყო საბაგირო გზების ისტორიაში.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა.
