დავით ნარმანია - ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით 170%-ით მეტი ღირებულების სამუშაოა დაფინანსებული
15:12 03-06-2013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველ კვარტლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს 36%-ით აჭარბებს, –ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მინისტრმა გაწეული საქმიანობის შედეგები დღეს "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
მის ინფორმაციით, გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 87 118 615,0 ლარს, 2012 წლის პირველ კვარტალში 55 349 347,16 ლარს შეადგენდა.
"ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა. 2013 წლის პირველ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა 64 814 793,2 ლარი, მაშინ, როცა 2012 წლის ამავე პერიოდში 28 661 203.0 ლარი იყო დახარჯული. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაფინანსებულია 115%-ით მეტი ღირებულების პროექტი, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა. მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა გზების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხების მიმართულებითაც. ეს თანხა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 734 007,65 ლარს შეადგენს, რაც 65,7%-ით აღემატება ამავე მიზნით 2012 წლის I კვარტლის საკასო ხარჯების მაჩვენებელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსებულია 170%-ით მეტი ღირებულების სამუშაო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა", -აცხადებს ნარმანია.
მინისტრმა დღეს ავტომაგისტრალების მშენებლობასა და სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ავტომაგისტრალის სამ მონაკვეთზე - რუისი-აგარა, ზესტაფონი-ქუთაისისა და ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზაზე.
"ახლახან გამოცხადდა ტენდერი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის მეორე ლოტის განხორციელებაზე, რომლის ღირებულება 210 მლნ ლარია.
ტენდერი გამოცხადდა, ასევე, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამავდროულად, აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ აღნიშნულ პროექტზე დასაქმებული მუშახელი 100%-ით საქართველოს მოქალაქეები იქნებიან", - აცხადებს ნარმანია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...2da83a64cfcaf4cდავით ნარმანია - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 7 ათასამდე პროექტი დაფინანსდება
15:19 03-06-2013
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 7 ათასამდე პროექტი დაფინანსდება, –ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მინისტრმა გაწეული საქმიანობის შედეგები დღეს "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ნარმანიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დაფინანსდება 7 ათასამდე პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 49 993 821 ლარია.
"საქართველოს 3500-მდე სოფელში ჩატარდა სოფლის კრებები, რომელზეც მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, თუ რა პრობლემის მოგვარება იყო პრიორიტეტული მათი სოფლისთვის. აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს უწევდნენ არასამთავრობო და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, დაფინანსდება სასმელი წყლის, შიდა სასოფლო გზების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გარე განათების, სარიტუალო სახლების, სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა პროექტები", - განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრმა დღეს თვითმმართველობის კოდექსზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კოდექსზე მუშაობა დასრულდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს მთავრობის მიერ კოდექსის განხილვის პროცესი. სამინისტროების მიერ გამოთქმული შენიშვნების შემდეგ, თვითმმართველობის კოდექსი გადამუშავდება და დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
ნარმანიას განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსში, ძირითადად, ასახულია დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპები, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტს მოიწონა. კოდექსში, ასევე, გათვალისწინებულია საჯარო განხილვებისას გამოთქმული მნიშვნელოვანი შენიშვნები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...dbaf5ca37774aabისე ფასადები შეგეღებათ, მაგას უფრო აფასებენ ნაცები.