#36677007 · 2 Jun 2013, 03:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა,რომ მართლაც არცერთი განკურნებული ნარკომანი რომ არ ყავდეს ნარკოლოგს,საკითხი მეტად აქტუალურია და გადასაჭრელი. გარდა ჯანდაცვის წარმომადგენლებისა განხილვაში უნდა ჩაერთონ ეკლესიის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ალტერნატიული მედიცინის გამოცდილი სპეციალისტები.
მრავალი განკურნებულნი მინახავს მაგალითად, შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერში. წინამძღვარი დიდ ყურადღებას აქცევს შრომით დაკავებას და ოჯახის მოწესრიგებას.
ჰომეოპათებს გვაქვს გამოცდილება მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისა კომპლექსური მკურნალობის პირობებში.
გარდა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისა, საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა,იმუნიტეტის აღდგენა. ნერვული სისტემის გაჯანსაღება.
ცოტა ყურადღება ეთმობა ნარკომანიის და ტოქსიკომანიის საკითხებს პრესაშიც. 99% ექიმებმაც კი არ იციან ,რომ თამბაქის წევამ და მისგან ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ შეიძლება შიშის ნევრიზი -ფობიები გამიწვიოს... მარიხუანამ და ბიოპლანმა- შიზიფრენიის ნაირი პიროვნების დეგრადაცია და სხვ.მრ. ტელევიზიამ უნდა დაუთმოს პერიოდულად ეთერი ამ მწვავე პრობლემას,რათა გაიხსნეს ნათლად როგორც ტრგიკული მხარეები მთელი სიმძაფრით,აგრეთვე გამოსავალის წარმატებულად განხორციელებული შემთხვევები,ყოვეგლვარი უცხოური ფირმების და კომპანიების რეკლამირების გარეშე.
საქართველოშივე გვაქვს მშვენიერი კურორტოლოგიული,რელიგიული,შრომითი და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შესაძლებლობები.
This post has been edited by Tornike Alashvili on 2 Jun 2013, 03:11
--------------------
საქრთველო –ევრაზიის ოქროს კვეთა და გულია.
|