„არ მომეწონა რაც სპორტის სასახლეში მოხდა, რაღაც ძალებს უნდათ, სახელმწიფოს ფუნქცია შეასრულონ“
03 ივნისი 09:57 , 2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მას არ მოეწონა 19 მაისს სპორტის სასახლეში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით უფლებადამცველთა გაერთიანება „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" მიერ ორგანიზებული აქცია".
ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ-თაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ „რაღაც ძალებს უნდათ, სახელმწიფოს ფუნქცია შეასრულონ და ნაწილობრივ მაინც ჩაენაცვლონ".
„ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა, როგორც წესი ხელისუფლებას მიანიშნებს რომ ხალხს რაღაც არ მოსწონს. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ხელისუფლებაა დღეს. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ვერ ახერხებს ობიექტურად გააანალიზოს სიტუაცია, ვიღაცას კიდევ უნდა რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს ზედმეტად. დემოკრატიული სახელმწიფო იმისაა რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში უფლებადამცველთა გაერთიანების „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართა. ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
http://www.frontnews.ge/?action=news_read&...=20960&lang=geoვაშინგტონ პოსტმა იცის ეს