თვითმართველობები ისევ თავის სტიქიაში არიან
ვინ ცდილობს სტუდენტების აქციის ჩაშლას
ორშაბათი, 3 ივნისი, 2013 - 18:08 0 კომენტარი
სტუდენტები საზაფხულო დასაქმების პროგრამის აღსადგენად 4 ივნისს აქციას მართავენ.პარალელურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები აქტიურად აფრთხილებენ სტუდენტურ თვითმართველობებს, რომ დაგეგმილ აქციაში არ მიიღონ მონაწილეობა. ასევე ცდილობენ სტუდენტთა მობილიზებას ხელი შეუშალონ. როგორც ცნობილია, სტუდენტური თვითმართველობები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აქტიურად ატარებდნენ მართველი პარტიის ინტერესებს. ყოველთვის ცდილობდნენ სტუდენტებში არსებული პროტესტის ჩახშობას.ხელისუფლების ცვლილების პირობებში ეს „ტრადიცია“ სამწუხაროდ ისევ გაგრძელდა, არც თვითმმართველობის ლიდერები შეცვლილან. ხელისუფლებისგან მიღებულ დავალებებს ისინი ისევ უსიტყვოდ ასრულებენ. რის სანაცვლოდაც სამინისტრო თვითმართველობების წევრებს დასვენებასა და გართობას სთავაზობს სხვადასხვა ადგილებში, რითაც ფაქტიურად ახდენს მათ მოსყიდვას.
“ჩვენ, სტუდენტები მოგიწოდებთ ყველა თანატოლს, შემოგვიერთდით და ჩევნ ერთად შევძლებთ აღვადგინოთ სტუდენტური დასაქმების პროგრამა” ნათქვამია სტუდენტური გაერთიანება ანტიპოდების განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ აქცია ხვალ, 4 ივნისს, 14:00 საათზე განათლების სამინისტროს წინ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების აღდგენის მოთხოვნით სტუდენტური გაერთიანება ანტიპოდების ორგანიზებით გაიმართება.
http://www.tabula.ge/ge/tablog/71786-vin-c...aqciis-chashlashttps://www.facebook.com/events/54426775229...6/?notif_t=like
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.