#36705697 · 4 Jun 2013, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shako1994
საქართველოს ტელეკომუნიკაციების სისტემისთვის, ბოლო ხუთი წელი იყო სტრუქტურული ცვლილებების ეტაპი, რომლის მიზანი ლიბერალიზაცია და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემებში ინტეგრაცია გახლდათ - რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტია. 2003 წლის შემდგომ, საქართველოს ტელეკომუნიკაციების სისტემის გავლენა ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების პოტენციალზე მკვეთრად გაიზარდა. ტელეკომუნიკაციების სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სეგმენტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მაკროეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. რევოლუციურმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, რომლებიც განხორციელდა ტელეკომუნიკაციების სექტორში 90-იან წლებში და რომელსაც მოჰყვა ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება, გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს ტელეკომუნიკაციების სისტემის განვითარებაში. აღნიშნული მოიცავს შემდეგს: ტელეკომუნიკაციის სექტორის სტრუქტურული ტრანსფორმაცია; ლიბერალიზაცია; საკანონმდებლო ბაზის განვითარება; სექტორში კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბება; ახალი ტელეკომუნიკაციური მომსახურების და დაფარვის გაფართოებული ზონის შექმნა; მომსახურების გაფართოება, დივერსიფიკაცია და ხელმისაწვდომობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარება საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემის დაკავშირება საერთაშორისო ინტეგრირებულ ინფრასტრუქტურასთან გულისხმობს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და ინფრასტრუქტურის მომსახურებასთან დაკავშირებული სეგმენტის განვითარებას. საერთაშორისო ტრანსპორტირებისათვის, პროდუქციის, ფულადი და საინფორმაციო ნაკადის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საკომუნიკაციო მომსახურების სისტემის შექმნა ასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის მიმდინარე ეტაპზე. გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებთან ერთად იზრდება მოთხოვნა ჰორიზონტალურ განვითარებაზე და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე ეროვნულ, შიდარეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა დაფუძნებულია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებზე და უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო სექტორის სწორი მიმართულებით განვითარებას. საქართველოს მთავრობის პროგრამაში (2004-2009 წლებისათვის) ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად ტელეკომუნიკაციები იქნა აღიარებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგას აუცილებლობა შემუშავებულ იქნას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული სტრატეგია, რათა სატელეკომუნიკაციო სფეროში შეიქმნას საფუძველი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისთვის. ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის პირველ რიგში გადასაწყვეტ პრობლემებს წარმოადგენენ სატელეკომუნიკაციო ქსელების ინტელექტუალიზაცია, გლობალიზაცია და ინფორმატიზაცია, რაც ითვალისწინებს: ინტეგრირებული მომსახურების ერთიანი საინფორმაციო - საკომუნიკაციო ქსელის შექმნას; ქვეყნის შემდგომ ტელეფონიზაციასა და ციფრულ სისტემაზე გადასვლას - სატელეფონო სიმკვრივეების მკვეთრ ზრდას (სამიზნე მაჩვენებელი 30-40), ასევე ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის მკვეთრ შემცირებასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების თანაბარ განვითარებას; მოსახლეობის 100%-ის მოცვას საზოგადოებრივი მაუწყებლობის მინიმუმ 1 სატელევიზიო და 1 რადიო პროგრამით; ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლას; მოსახლეობის კომპიუტერიზაციის დონისა და ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მკვეთრად გაზრდას; მობილური რადიოსატელეფონო ქსელების უახლესი ტექნოლოგიების ბაზაზე განვითარებას; საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო სისტემების სამომავლო განვითარებას (სატრანზიტო საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ეროვნული ქსელების განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ახალი სისტემების შექმნის ხელშეწყობასა და სტიმულირებას). საქართველოს სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების შექმნა, რაც ითვალისწინებს ელექტრონული მმართველობის დანერგვასა და სახელმწიფო უწყებათა გადაწყვეტილებათა და საკანონმდებლო სივრცის საჯაროობის უზრუნველყოფას.
|