წყარო მეტის სანახავად გააწექით წყაროს
სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და ეკლესია გახადოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ და კონკრეტულ თემებში ერეოდა სახელმწიფო, არ არის სწორი.
"ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ეკლესია გავხადოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ეკლესიას აქვს დიდი როლი მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოთ. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. დაფინანსების პრინციპი უნდა შეიცვალოს, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა საქმეებში", - აცხადებს პრემიერი.