სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას, წალენჯიხაში სტიქიისგან დაზიანებული ადგილების დათვალიერებისას, რამდენიმე ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა.
„რამდენიმე სახლს სახურავი ჰქონდა გადახდილი და ვათვალიერებდი. სამი ადამიანი იყო მოსული, ერთ–ერთი ყოფილი პოლიციელი იყო, კვარაცხელია, მე ვიცნობ მას. რატომღაც ახლა გაახსენდა, რომ ერთი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქამდე არაფერი მოუთხოვია. მათ კონკრეტული დავალება ჰქონდათ. მათ სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. დაგავალონ, მიხვიდე გუბერნატორთან და შეურაცხყოფა მიაყენო, უბრალოდ სირცხვილია. ასეთები ბევრი მინახავს და სასაცილოა, ამით ჩემი შეშინება,“ – აღნიშნა გუბერნატორმა TSpress-თან საუბრისას.
მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პოლიციაც იქ იმყოფებოდა და არაფერი იღონეს. მისი თქმით, ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა გაიყვანეს ეს ადამიანები.
ცნობისთვის: დღეს დილიდან სამეგრელოს რეგიონში წვიმდა. წვიმასთან ერთად ძლიერი ქარიც ქროდა. სტიქიამ რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. მათ შორის, ყველაზე მეტი ზიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა. სტიქიამ რამდენიმე სახლსა და მაღაზიას სახურავი გადახადა. დააზიანა ბაღების ინფრასტრუქტურა და ხეები მოგლიჯა. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
.............................................................
რა ხდება კაცო ამ გმირმა კაცმა სადამდე ითმინოს?? პოლიცია რას აკეთებს ამ დროს??საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებლებმა უნდა შეითავსონ პოლიციელობა ?
ან ეს გუნავაზე აღგზნებული ხალხი ჩააცხრეთ
ან პოლიცია დასაჯეთ შერჩევითი სამართლისთვის
ან თენგიზა გუნავა დააპატიმრეთ ბოლოსდაბოლოს და დაასვენეთ ეს კაცი
This post has been edited by Marita:) on 4 Jun 2013, 00:08