სან ანტონიო" და "ლეიკერსი".
მტვრიანი შტატი და ხმაურში დაღლილი სამოთხე. ლასო და ელესდე. ქიდ როქი და ჯეკ ნიკოლსონი.
ჯორჯ გერვინი და მეჯიქ ჯონსონი. დევიდ რობინსონი და შაკილ ო’ნილი. გრეგ პოპოვიჩი და ფილ ჯექსონი. კანონმორჩილი დიასახლისები და ჯენიფერ ლოპესის კლონები. იმ კლონებს დეჟუან ბლერზე დიდი უკანალები აქვთ. ორდოლარიანი ჩიზბურგერები და ასდოლარიანი ორალური სექსი ჯასტინ ბიბერის ორეულთან. სან ანტონიო მშვიდი მოქალაქეების მშვიდი ქალაქია. ლოს ანჯელესში ანგელოზები სექსით, რეპით, როკით, რეივით და ჯაზით ისვენებენ და ვენებში, ნესტოებში, ყველგან, სადაც შედის, კაიფი შეაქვთ. სან ანტონიო მშვიდი უბანია და ლოს ანჯელესი ის არის, რაც დენზელ ვაშინგტონის იმ გენიალურ ფილმშია რა... ნუ, ხო იცით, Training Day. მგლები ვართ და ყმუილს ვიწყებთ. დენზელივით. ამ სერიაზე ყველა მგელია. და ყველა მაგარ კერძს მიიღებს. უმი ხორცი. სისხლით.
"სან ანტონიო" VS "ლეიკერსი".
ტიმ დანკანის "სპერსი" "ლეიკერსს" ფლეი ოფში პირველად, 1998/99 წლებში დაელაპარაკა. ლოკაუტის გამო აჩეხილი რეგულარული "სპერსმა" დაიტოვა და იმ სერიაშიც დაჭრა "ლეიკერსი". ის "ლეიკერსი" არის ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი, რომელიც ვერ გავიდა სუპერფინალში. "სან ანტონიომ" სერია 4:0 დახურა. დანკანი იყო რასელი და უილტი. და "ლეიკერსმა" ვერ გამოიყენა შაკი. ვერ გამოიყენა კობი ბრაიანტი. ვერ გამოიყენა გლენ რაისი. ვერ გამოიყენა დერეკ ჰარპერი, რობერტ ორი, ჯეი არ რიდი, დერეკ ფიშერი, რიკ ფოქსი. ლოს ანჯელესის ორ ტესტში, დანკანმა 70 ქულა და 28 მოხსნა დააგროვა. 1:0.
2000/01. "ლეიკერსში" მიდის ფილი და გუნდი შეიცვალა. კალიფორნიამ ჯადოსნური ღიმილი დაიბრუნა. არ იყო მეჯიქი და მეჯიქის ღიმილი ლომბარდიდან შაკმა გამოიტანა. და დიდმა ბიჭმა ტიმის, დევიდ რობინსონს, პოპოვიჩს, შონ ელიოტს, ტერი პორტერს, ეივერი ჯონსონს გაუღიმა. "ლეიკერსმა" იცოდა, რომ არ წააგებდა და "სან ანტონიოს" ეგონა, რომ "ლეიკერსმა" ეს არ იცოდა. 4:0. სეკა. ნიკოლსონი სიუზან სარანდონს ლამაზ მკერდზე ჩქმეტს, შაკმა დევიდ რობინსონი ტკივილის დერეფანში შეიყვანა და სერია დაწყებამდე დაიხურა. "ლეიკერსმა" მოიგო შაკის, კობის, ფოქსის, ფიშერის, ორის, ბრაიან შოს, მარკ მედსენის, ტაი ლიუს და ჰორას გრანტის გულით. 1:1.
2001/02. კონფერენციის ფინალი. დასავლეთში "საკრამენტო" ხმაურობს, ეროტიკულ კალათბურთს თამაშობს და დაგ კრისტი გასახდელში გრანდ ფანკს უსმენს - We’re An American Band. "ლეიკერსიც" ამერიკული ბანდა იყო. და ამერიკულმა ბანდამ პროვინციელი სტუმრები 4:1 მიანგრია. "ლეიკერსმა" ვერ გააჩერა დანკანი. ტიმის სტატისტიკა ხუთ გარჩევაში - 1. 26+21 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება; 2. 27+17 მოხსნა+5 პასი+5 დაფარება; 3. 28+12 მოხსნა+3 პასი; 4. 30+11 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება; 5. 34+25 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება. მისტერ დანკანი იყო ფანტასტიკა. "ლეიკერსი" უკეთესი გუნდით იგებს. 2:1. კალიფორნია სემუელ ელ ჯექსონის ბაითზე ისვენებს.
2002/03. "ლეიკერსი" არ აგებს, შაკი ჩარლზ ბარკლისთან ერთად კამათლებს აგორებს და შაკს სულ დუ შაში მოსდის. შაკი დიდი ბიძაა და "სან ანტონიოსთან" სერიის წინ (კონფერენციის ნახევარფინალი) მისტერ ო’ნილმა "სპერსი" მორცხვი გოგონების გუნდს შეადარა. ერთ-ერთი გოგონა, დიდი თვალებით და ფართხუნა ყურებით სერიის ბოლო თამაშში 37 ქულას, 16 მოხსნას, 4 პასს იღებს. გოგონების სტატისტიკა. გოგონა ტიმ დანკანია. და "სან ანტონიომ" სერია 4:2 დაიტოვა. "ლეიკერსის" სამწლიანი ცეკვა მორჩა, დი ჯეი დაბოლდა და მიაკიმარა. "სან ანტონიომ" გააცილა დევიდ რობინსონი და შაკმა ადმირალს ხელი ჩამოართვა. 2:2.
2003/04. "სან ანტონიომ" 2:0 წაიყვანა. ტიმი ხუთებს იღებს, რაშო ნესტეროვიჩი შაკს მაგარს ურტყავს და "ლეიკერსი" დაბრუნდა. 1:2. 2:2. მეხუთე თამაში, სან ანტონიოში. ბოლოსწინა წამზე დანკანმა არარეალური ჩასვა - 73:72. დარჩენილია 0.4 წამი. და ამ მიზერში დერეკ ფიშერმა სროლა, ჩაგდება და გასახდელში შევარდნა მოასწრო. ნუ, გასახდელში ცოტა მერე მოხია, მაგრამ "ლეიკერსმა" ის თამაში 74:73 მოიგო და სერია საკუთარ ტერიტორიაზე დაასრულა. გაფუჭდა ტიმის 21 ქულა და 21 მოხსნა. ხდება ხოლმე. "ლეიკერსში" (იმ სეზონში) საშემოდგომოს ჩაბარებას ცდილობენ კარლ მელოუნი და გარი პეიტონი. ფინალში ვერ ჩააბარეს. და "სან ანტონიოსთან" 3:2.
დღეს "ლეიკერსი" მინუს კობია. ეს "ლეიკერსი" დუაიტ ჰოვარდის განიერი ზურგი, პო გასოლის დარბაისლური გამოხედვა და სტივ ნეშის დალეწილი მუხლებია. ეს "ლეიკერსი" უმწვრთნელო ფრენჩაიზია და ეს "ლეიკერსი" კლასიკაა. "ლეიკერსი" სულ კლასიკაა. კობი "სან ანტონიოსთან" ვერ ირბენს და ეს სერიის მინუსია. კობი "ლეიკერსია" და ტიმი "სპერსია". ტიმი დაბრუნდა და "სან ანტონიოს" კიდევ ერთი გემრიელი ცეზარი აჩუქა. ტიმის ცეზარი განსაკუთრებულად გემრიელია. რეცეპტი მხოლოდ დანკანმა და პოპოვიჩმა იციან.
"სან ანტონიომ" დისციპლინის დარღვევისთვის გააგდო სტივენ ჯექსონი და სარკოფაგიდან გამოიძახა ტრეისი მაკგრეიდი. ბიჭებო, საღოლ.
"სან ანტონიო" "ლეიკერსთან" სერიაში ემანუელ ჯინობილის გარეშე იქნება და "სან ანტონიო" მანუს დაელოდება. ნუ, თუ შემდეგ დონეზე გავა.
"სან ანტონიომ" იცის, რომ "ლეიკერსი" დონეა. და "ლეიკერსი" დაღლილ, ტრავმებით დაჭრილ გუნდზე გავიდა. დალეწილი, მოხუცი "სპერსი" და არასტაბილური, მონდომებული "ლეიკერსი". კლასიკა. დევიდ სტერნი მაგარი სერიით იწყებს.
"ლეიკერსს" დააკლდება კობი ბრაიანტის 27 ქულა, 6 პასი, დაცვა, ინტელექტი.
"სან ანტონიოს" დააკლდება არგენტინელის დიდი ნაბიჯი, მოქნილი აზროვნება.
"სან ანტონიო" იცნობს "ლეიკერსს" და პატივს სცემს.
"ლეიკერსი" იცნობს "სან ანტონიოს" და პატივს სცემს.
რეგულარულის ბოლო თამაშში "ლეიკერსმა" "სან ანტონიოს" უბნელი, "ჰიუსტონი" დამატებით დროში 99:95 დააწვინა. ჯეიმს ჰარდენბმა 30 ქულა გადახსნა და კალიფრონიამ გაქაჩა. "ჰიუსტონი" დაიღალა და "ლეიკერსის" ესპანელმა გენიოსმა, სენიორ გასოლმა 17 ქულა, 20 მოხსნა და 11 პასი გაარტყა. პო "სპერსთან" ტიმიზე ავა. ან დანკანს ჯერ დუაიტს ათხოვებენ და მერე გასოლს ჩააბარებენ.
ფლეი ოფის ყველაზე გემრიელი სერია. ფლეი ოფის ყველაზე დაუნდობელი სერია. ფლეი ოფის ყველაზე სერიული სერია. ფლეი ოფი მთლიანად ეს სერიაა.
ტიმ დანკანი, პო გასოლი, ტონი პარკერი, დუაიტ ჰოვარდი, სტივ ნეში, ტრეისი მაკგრეიდი, გრეგ პოპოვიჩი, მაიკ დ’ანტონი... წამოიღო.
"სან ანტონიო" და "ლეიკერსი". მტვრიანი შტატი და ხმაურში დაღლილი სამოთხე. ლასო და ელესდე. ქიდ როქი და ჯეკ ნიკოლსონი. ჯორჯ გერვინი და მეჯიქ ჯონსონი. დევიდ რობინსონი და შაკილ ო’ნილი. გრეგ პოპოვიჩი და ფილ ჯექსონი. კანონმორჩილი დიასახლისები და ჯენიფერ ლოპესის კლონები. ორდოლარიანი ჩიზბურგერები და ასდოლარიანი ორალური სექსი ჯასტინ ბიბერის ორეულთან. სან ანტონიო მშვიდი მოქალაქეების მშვიდი ქალაქია. ლოს ანჯელესში ანგელოზები სექსით, რეპით, როკით, რეივით და ჯაზით ისვენებენ და ვენებში, ნესტოებში, ყველგან, სადაც შედის, კაიფი შეაქვთ. სან ანტონიო მშვიდი უბანია და ლოს ანჯელესი ის არის, რაც დენზელ ვაშინგტონის იმ გენიალურ ფილმშია რა... ნუ, ხო იცით, Training Day. მგლები ვართ და ყმუილს ვიწყებთ. დენზელივით. ამ სერიაზე ყველა მგელია. და ყველა მაგარ კერძს მიიღებს. უმი ხორცი. სისხლით.
სახლში წახვალ თუ ციხეში?
"სან ანტონიო" VS "ლეიკერსი".
პ.ს. ავტორს კი მიხვდებოდით