მაგაზე დისერტაციის დაწერა შეიძლება

მოკლედ რომ ვთქვათ ჭავლურს (მელნიანს) საერთოდ არ გირჩევ, აი რატომ:
თუ კარტრიჯებით ამუშავე რამდენიმე დღეში დაჯდება კარტრიჯი და ერთი კომპლექტი ახალი პრინტერის ფასი ღირს
შეიძლება ე.წ. მელნის მუდმივი მიწოდების სისტემის დაყენება (მე მიყენია) ოღონდ ეს + 100-120 ლარი თანაც მელნიანი პრინტერი ყოველდღე უნდა ამუშაო თორე თუ საბეჭდ თავზე მელანი გახმა გალოვკა შეიძლება გადასაგდები გახდეს და ეს ნაწილიც ერთი ახალი პრინტერის ფასი ღირს

ასე რომ თუ მაინცდამაინც ფერადი ბეჭდვა არ გჭირდება გირჩევ ლაზერულ შავთეთრ პრინტერს ოღონდ აუცილებლად ჩიპის გარეშე
მე მიყენია Canon IR 1020 და უკვე ორ წელზე მეტია ვირივით ვამუშავებ უპირატესობა ისაა აქვს რომ მილივით კარტრიჯი აქვს და შენ თვითონაც შეგიძლია ფხვნილი ჩაყარო თუ არა და დატენვა 25-30 ლარი ღირს
ნაკლი ისა აქვს რომ სკანერი CIS სენსორითაა და დოკუმენტი კარგად უნდა ეკვროდეს მინას
მოკლედ ყურადღება უნდა მიაქციო დატენვის სიმარტივეს და სიიაფეს