#36747618 · 7 Jun 2013, 10:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვუყურებ რა ხდება საკლუბო ფეხბურთში და ნელნელა მზიზღდება. ყოველ წელს სულ მეტი პიჟონი მილიარდერი, ხან რუსი და ხან არაბი ერთვება ამ სპორტში და ნელნელა კლავს.
მონაკო, პსჟ, სიტი, იგივე რეალი, ბარსელონა ამ თამაშში ჩაება და მომავალში კიდევ და კიდევ უფრო მეტი კლუბი გახდება რომელიმე მდიდარი ძიას სათამაშო. საკლუბო ფეხბურთი ძვირადღირებულ კინოს ემსგავსება, გააქვს დიდი ბიუჯეტი? უკეთეს ეფექტებს ყიდულობ და დგამ.
ბარემ შექმნან სუპერლიგა, სადაც მდიდარი კლუბები ერთმანეთს ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდებიან, ღარიბები კი ეცდებიან ფეხბურთელი აღზარდონ რომ როგორმე მდიდარ კლუბებს მიყიდონ.
სანაკრებო ფეხბურთს საერთოდ დაღუპავს ეს ფულის ჭიდილი, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ფეხბურთის სული.
This post has been edited by Georgian_Legend on 7 Jun 2013, 10:03
|