შენ გინდა თქვა რომ თქვენს მიერ შექმნილი არაპოლიტიზირებული და არაკორუმპირებული პოლიციის არ გჯერა?

ისე, რატომ გგონია რომ ზუსტად საზოგადოებრივი წესრიგის დაღვევის დროს არ დააკავეს თქვენი აქტივისტები?
ისე რა პონტია ეს აქციების ტარება?
მეტი საქმე არ გაქვთ თქვე კაი ხალხო?
წადით გუდამაყარში, მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში და მოხუცებს შეშა მაინც მოუმარაგეთ ზამთრისათვის. სათიბში მიეხმარენით, გაზაფხულს დაუბარეთ საკარტოფილე, ამ კეთილი საქმით იმათ მადლსაც მოისხავთ და საარჩევნოდ მათ ხმებსაც მიიღებთ.
თუმცა თქვენ ვინ მოგცათ მაგდენი ტვინი (ბოდიში კი მომიხდია ასეთი სიმართლისათვის). თქვენ მარტო ოკეანისგაღმელი პატრონის ბრძანებებს როგორც ასრულებდით, ისევე ასრულებთ და ამიტომაც იყო რომ გაგედოთ 1 ოქტომბერს, თუმცა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეთ.