მარიჯან (მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძე - ალექსიძე)
მოკლედ მოგახსენებთ, ამ თემის გახსნა რატომ გადავწყვიტე.
ძველ ჩანაწერებში ვიქექებოდი, მარიჯნის ერთ ლექსს ვეძებდი და მის ბიოგრაფიას თვალი გადავავლე.
როგორც ცნობილია, მარიჯანი 1980 წელს თბილისში დაიბადა. 1908 წელს თბილისის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა და 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. აი, ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც საშინლად ცხოველური ინტერესი გამიჩნდა

, რომელიც ვერაფრით დამიკმაყოფილებია. საქმე კი იმაშია, რომ 1956 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა, რომელიც ავტორმა ელენე ბაქრაძეს ასეთი ავტოგრაფით აჩუქა: " ჩემო კარგო! ნუ მიჯავრდები... მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ლექსებით გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს, თუმცა, არც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.
იმ საღამოს, დარბაზში რომ დაგინახეთ, ჩემი ოთხი თანაკლასელი, ესე იგი, ისინი, ვისაც ახსოვთ ჩემი ბავშვობა, კინაღამ ავტირდი! ეს იყო ბავშვობის და სიყრმის გაცოცხლება და ესეც ხომ ძვირფასია ჩემთვის, მაშ, რაღად მემდური, რა დაგვრჩენია ამ ქვეყნად, გარდა პოეზიისა! შენი მარიჯანი
ელის, ჩემი პოეზიისა და ჩემი ახალგაზრდობის თანამგზავრს დიდი სიყვარულით მარიჯანისგან. 1957.28.I..."
ამ ამბავში, ერთი შეხედვით, საინტერესო (ყოველ შემთხვევაში, ცხოველური ინტერესის გამღვიძებელი

) არაფერია... თანაკლასელები იყვნენ და
ერთმანეთს ლექსებსაც უძღვნიდნენ ,
მაგრამ...
ელენე ბაქრაძე 1897 წელს თბილისში დაიბადა. ორი თვის იყო, ერედვში რომ წაიყვანეს. 1904-05 წლები შიო მღვიმის მონასტერში გაატარა, 1906-07 წლებში კი დარკვეთში, სარეკში და ნაჩერქეზევში იყო. 1907 -1916 წლები განჯაში გაატარა, 1916-17 წლები კი - რუსეთში. 1917 წელს საქართველოში (თბილისში) დაბრუნდა და თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1928 წელს დაამთავრა (რომელ წელს ჩაირიცხა, არ ვიცი. )
და...
მან და მარიჯანმა '"თანაკლასელობა" როდის მოასწრეს...
მმმ..
საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა

ვინც ამ თავსატეხის ამოხსნაში დამეხმარება...
რამეს ვუკისრებ, რა ვიცი...
ან მისგან შვილი მომინდება

მოკლედ, ეს თემა მარიჯანს ეძღვნება.
ესეც მისი "დამნაშავე ძაღლის თვალებით"
თავი დაიხრჩო სიმხურვალემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შევნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
მრავალ სიმებით გადამეხლართე,
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...
და როცა ღამეს სხვასთან გაათევ,
მიცქერი ნაცემ ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული:
ჩემთვის წირავდი ქართველ მადონებს
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა:
მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,
როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდა
ეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.
გახსოვს: ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,
ზღვაზე ვფიქრობდით მაშინ ნაკლებად,
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარელად... ტყის ასაკლებად...
გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა,
ჰაერში სუნი იდგა საკმევლის.
ხავსი, კარავი. ტყის ნოტიო და...
ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.
ვგზავნიდი ლექსებს და ამანათებს.
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები, რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.