#36732494 · 6 Jun 2013, 10:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემს ყოფილს კოლეგას, რომელიც ახლა მოლდოვაში მუშაობს სხვა პროექტზე (ინჟინერ-მშენებელია, მაგრამ თავისი ბიზნესის აქვს), უნდა საგადასახადო მრჩეველი. აუცილებელი პირობაა ინგლისურის, ან გერმანულის, ან ფრანგულის კარგად ცოდნა, თვითონ სამივე ენას კარგად ფლობს და მისთვის სულერთია. ნაცმობი მე ამ დარგში არავინ მყავს, ამიტომ გადავწყვიტე აქ გამეკეთებინა განცხადება, ვისაც შეუძლია დაეხმაროს (კონკრეტულად რა საკითხებში, მე არ ვიცი),დამიპიემოს ელ. ფოსტა და მონაცემები (მოკლედ, რეზიუმე არ მინდა, უბრალოდ თუ არ გამოცდილება და თუ მუჯშაობდა ან მუშაობს ამ კუთხით). მე მივაწვდი ამ ინფორმაციას იმ კაცს და ის დაგიკავშირდებათ). ანაზღაურება იქნება ფულის თქვენს ანგარიშზე გადმორიცხვით. რადგან არ იცნობთ და საქართველოში არ არის, შეგიძლიათ თავის დაზღვევის მიზნით ტანხის ნაწილი წინასწარ გადმოარიცხინოთ და შემდეგ გააგრძელოთ მისი დახმარება. მე ვიცი ნამდვილად, რომ ანაზღაურების გარეშე არ დაგტოვებთ, მაგრამ მესმის, რომ უცნობისთვის შეიძლება ცოტა საეჭვო იყოს, ამიტომ გთავაზობთ ამ ვარიოანტს. თვითონ ცოტა ესმის ამ საკითხებში, მაგრამ რადგან რამოდენიმე პროექტით (თავისი უშუალო პროფესიით) არანორმალურად დაკავებულია, არა აქვს საშუალება ამასაც გაუმკლავდეს. მე კიდევ ამ საქმეში საერთოდ არაფერი გამეგება. ინტერნეტთან წვდომა საღამომდე არ მექნება, თუ დამიპიემებთ მანამდე, ძალიან კარგი იქნება, რადგან სასწრაფოდ ჭირდება. როცა გადავცემ თვქნეს მონაცემებს და საკონტაქტო ინფორმაციას, საქმის დეტალებს, თანხის ოდენობას და სხვა პირობებს თვითონვე მოილაპარაკებთ ელ. ფოსტით ან სკაიპით, * * * დამავიწყდა, მრჩეველი უნდა იმ საქმეებისთვის, რომელიც საქართველოში აქვს და არა მოლდოვაში. ეს კაცი 3 წელია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, მოლდოვაში ახლა დაიწყო სიარული მოკლე პერიოდებით, რადგან იქაც მონაწილეობს სხვა პროექტში როგორც ინჟინერი, მაგრამ იქ სრული დატვირთვით არ არის, ამიტომ იქ მხოლოდ პერიოდულად მოუწევს ხოლმე წასვლა მოკლე ვადიანი პერიოდებით, თვითონ გერმანელია, მაგრამ როგორც დავწერე, მშვენივრად იცის ფრანგულიც და ინგლისურიც.
--------------------
crème de la crème
|