ერნობილის ტრაგედია იყო ხელოვნურად პროვოცირებული საბჭოთა კავშირის დასაშლელად და რუსეთისთვის უკრაინის ჩამოსაცილებლად. ასეთია დასკვნა დამოუკიდებელი ფიზიკურ-ტექნიკური გამოძიებისა, რომელიც ჩაატარა ფიზიკოსმა-ატომისტმა ნიკოლაი კრავჩუკმა.გამოძიების შედეგები მან ჩამოაყალიბა ნაშრომში "ჩერნობილის კატასტროფის გამოცანა". წიგნის გამოცემამდე, მის შემდეგ, რაც ამ სენსაციური ნაშრომის პირველი ინფორმაცია გავრცელდა პრესაში, კრავჩუკი სამსახურიდან (უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი) გაანთავისუფლეს.
კრავჩუკის გამოძიება მოიწონეს და მას მხარი დაუჭირეს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა კრავეცმა და ვიშინსკიმ, მაგრამ ეს ნაშრომი უკრაინის ფართო საზოგადოებამდე არ მიუშვეს.
მეცნიერი ამ გამოძიებით ასაბუთებს, რომ რეაქტორში აფეთქება მოხდა გორბაჩოვის ცენტრალურ კომიტეტში წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით, ხოლო პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე მთლიანად დაეკისრა ატომური ელექტრო-სადგურის პერსონალს, რომელიც "განტევების ვაცის" როლში აღმოჩნდა. შემდეგ ფიზიკოსები იძულებულნი იყვნენ თავი ემართლებინათ "პერესტროშიკების" ზეწოლის პირობებში.
1986 წლის აგვისტოში ჩერნობილის ტრაგედიის ოფიციალური ვერსია წარუდგინეს "მაგატეს" სესიას, რომელმაც ეს ყველაფერი ეჭქვეშ დააყენა. "ავარიის პირველმიზეზად დასახელებულია ნაკლებადსავარაუდო დამთხვევა ექსპლუატაციის რეჟიმისა და წესების დარღვევისა, რომელიც ენერგობლოკის პერსონალმა დაუშვა, - წერია "მაგატეს" დასკვნაში. კრავჩუკის აზრით ჩერნობილის აფეთქება გარედან წინასწარგანზრახული ჩარევის გარეშე, პერსონალს არ შეეძლო.
არც საბჭოთა კავშირის მაშინდელი "მინენერგო", არც რუსეთის "მინატომი", არც უკრაინის "გოსატომი" დაინტერესებული არ იყო ობიექტური გამოძიებით და ყველაფერი გააკეთეს, რომ ასეთი გამოძიება არ ჩატარებულიყო.
კრავჩუკის მტკიცებით, აფეთქების წინ თითქმის ყველა ავარიული დამცავი გათიშული იყო. ველაფერი ისე იყო გათვლილი, რომ მომხდარიყო არა გაჟონვა, ან უბრალოდ ავარია, არამედ "კვაზიბირთვული" აფეთქება. მხოლოდ ამას შეეძლო 90 გრადუსით გადაეწეია სახურავი, რომელიც ორი ათას ტონაზე მეტს იწონიდა, მაგრამ ეს ფაქტები ოფიციალურმა ძიებამ მიჩქმალა.
საყურადღებოა ბედი ერთ-ერთი დამნაშავისა ამ კატასტროფაში, ანატოლი დიატლოვისა, რომელიც დაპატიმრებიდან ოთხი წელიწადის შემდეგ საბჭოთა კავშირის მესაფლავე ლიბერალების აკადემიკოს სახაროვისა და მისი მეუღლის ბონერის შუამდგომლობით გაათავისუფლეს.
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-28...html?lang=ka-GE