georgiamafiaძველი წელთაღრიცხვიდან მე-2 ათასწლეულის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხური კულტურა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებული იყო ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნემდე. ამ პეროიდს განეკუთვნება ძველკოლხური სახლმწიფო, რომელიც ბრწყინვალედ აისახა ძველ ბერძნულ თქმულებაში “არგონავტების შესახებ”. ლეგენდის მიხედვით, მეფე აიეტი ფლობდა “ოქროს საწმისს”. ბერძენი გმირები _ არგონავტები, იასონის ხელმძღვანელობით, გემ “არგოთი”, გაემგზავრნენ კოლხეთში “ოქროს საწმისის” მოსაპოვებლად, რომელსაც საშინელი ურჩხული იცავდა. ძალით რომ ვერას გახდნენ, შეეცადნენ აიეტის ქალიშვილისათვის , მედეასათვის, ეთხოვათ დახმარება. მედეას იასონი შეუყვარდა. მან მოჰპარა მამას “ოქროს საწმისი” და იასონთან ერთად გაიქცა. მამის სახლიდან განძის მოპარვა მედეას ღმერთებმა არ აპატიეს. იასონმა იგი მიატოვა, შვილებიც დაეხოცა. თქმულება გადმოგვცემს, რომ შვილები მანვე დახოცა იასონის გულის მოსაკლავად, მაგრამ ეს ცნობა სხვა ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მედეა საკმაოდ ცნობილი ხალხური მკურნალი იყო და სიტყვა მედიცინა სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. საიდან გაჩნდა მითი “ოქროს საწმისის” შესახებ? მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქართველების (იმდროინდელ სვანეთში) ოქროს მოპოვების წესი, რომლის მიხედვითაც, სწორედ ცხვრის ბეწვის საშუალებით წარმოებდა მთის მდინარეებში ჩამონარეცხი ქანების დამუშავება და ოქროს მოპოვება. ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნის 20-30 წლებში ჩრდილოეთიდან მოსულმა კიმერიელებმა გაანადგურეს ძველი კოლხური სახელმწიფო.
ძველი წელთაღრიცხვით VI-V საუკუნეებში საქართველოს სანაპიროებზე გაჩნდნენ ბერძნული დასახლებები: ფაზისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი), გოენოსი (ოჩამჩირე). ამ ქალაქების შექმნამ ხელი შეუწყო ახალი სახელმწიფოს _ კოლხეთის ჩამოყალიბებას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ძლიერი ქართული სახელმწიფო ქართლი (იბერია). ეს სიტყვა ესპანურ ტოპონიმს ჰგავს, რაც შეიძლება არ იყოს შემთხვევითი. არის მოსაზრება, რომ ბასკების წინაპრები ძველი ქართული ტომები იყვნენ და იმ დროს გადასახლდნენ ევროპაში. ქართლის გაძლიერებას უკავშირებენ ფარნავაზ მეფის სახელს. არსებობს ლეგენდა ფარნავაზ მეფის შესახებ: იმ დროს ქართლის ერისთავი იყო პონტოელი ქართველი, აზონი, რომელმაც დიდძალი ჯარის გამოყენებით დაიპყრო მცხეთა. დაახოცვინა მისი მამასახლისი სამარა, მისი ძმა და ისე ავიდა ტახტზე. ამ რისხვას სასწაულად გადაურჩა სამარას ძმისშვილი, სამი წლის ფარნავაზი, რომელიც დედამ მთებში გახიზნა და იქ გაზარდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი, დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, მცხეთაში ბრუნდება. იგი ყოველთვის ცდილობდა სამაგიერო მიეზღო მამის მკვლელისათვის, მაგრამ მას არც ჯარი ჰყავდა და არც შესაბამისი სახსრები. ერთხელ მან სიზმარი ნახა, თითქოს ,იგი უკაცრიელ სახლში მომწყვდეულიყო. გასასვლელი არსაით ჩანდა. უცებ, სარკმლიდან მზის სხივი შემოიჭრა, ფარნავაზს წელზე შემოერტყა, განზიდა და გაიყვანა; შემდეგ სადღაც ველზე გავიდა და შედგა. უცებ, ციდან მზე ჩამოვიდა და ფარნავაზის წინ დადგა. ჭაბუკმა მზეს პირიდან სხივოსანი ცვარი ჩამოჰხოცა და საკუთარი პირი იმ ციური ცვრით დაიბანა. ზეციური ნიშანი იყო ეს სიზმარი და მალე ახდა კიდეც. ერთხელ, ნადირობისას, ფარნავაზმა კლდეში დამალული დიდძალი განძი იპოვა. ამ ამბით ფრთაშესხმული იგი დაუკავშირდა ეგრისის მთავარს და ერთიანი ძალებით მათ დაამარცხეს აზონი. ფარნავაზმა შეძლო გარეშე მტრის დამარცხება და თავისი ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მიღწევა. შემდეგ ააშენა ციხე-სიმაგრე ”არმაზის ციხე”, და გაამაგრა ქვეყნის საზღვრები. იგი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. მან ჩაატარა, აგრეთვე, ადმინისტრაციული რეფორმები. სამეფოს მთავარ ღვთაებებს, მთვარის ღმერთს,”არმაზს” და ნაყოფიერების ღმერთ “ზადენს”, ძეგლები დაუდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც იყო ქართული ენის რეფორმა. მეფე ფარნავაზმა სახელმწიფო რანგში აიყვანა ქართული დამწერლობა და საქართველოში სხვა დამწერლობის გამოყენება აკრძალა. ფარნავაზმა 65 წელს იმეფა და ღრმად მოხუცი გარდაიცვალა.
საქართველოს ისტორიაში დიდი მოვლენა იყო IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ის იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლებად ითვლებიან მოციქული ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და წმიდა ნინო განმანათლებელი. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იყო, მაგრამ თვით მარიამმა ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა და თავის ნაცვლად მაცხოვრის პირველი მოციქული, ანდრია პირველწოდებული გამოგზავნა. ანდრია საქართველოში პირველი საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს შემოვიდა აჭარიდან და დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არ იყო ქრისტიანობის მისაღებად. მხოლოდ სამასი წლის შემდეგ შესძლო წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრება. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ქართველთა მეფე მირიანმა ქრისტიანული სარწმუნოება: ერთხელ წმიდა ნინო არმაზის თაყვანისცემის რიტუალს ესწრებოდა. ამ სანახაობით შეძრწუნებულმა, დაიწყო ლოცვა. მოულოდნელად, ამოვარდა ძლიერი ქარი, მოვიდა სეტყვა და დალეწა წარმართი ღმერთების კერპები. მას შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, მან თავისი სასწაულმოქმედებით, ბევრი ქართველი გადაიყვანა ქრისტეს რჯულზე. სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ქრისტიანობას ეზიარა თვით ქართლის დედოფალი ნანა. მხოლოდ მეფე მირიანი ვერ ურიგდებოდა ახალ რელიგიას. ერთხელაც, ნადირობისას, მირიან მეფემ გადაწყვიტა, აელაგმა ქრისტიანობა და ძველი ღმერთების, არმაზისა და ზადენის ძლიერება აღედგინა. ურჩები სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ. უეცრად მზე დაბნელდა. წყვდიადი ჩამოდგა. შეშინებულმა მეფემ თავის ღმერთებს უხმო საშველად, მაგრამ – ამაოდ. როდესაც სხვა გზა აღარ დარჩა, წმიდა ნინოს ღმერთს, ქრისტეს, სთხოვა დახმარება. უმალვე განათდა წყვდიადი. ცის კამარაზე მზე ისევ გამოჩნდა. მაშინ კი აღიარა მირიანმა ქრისტეს ძალა და აღუთქვა, რომ ამიერიდან, საქართველო იქნებოდა ქრისტეს მიმდევარი. წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც მისი თმებითაა შეკრული, დღესაც ინახება საპატრიარქოში. თვით წმიდა ნინო დასაფლავებულია ბოდბის მონასტერში.
ეს მოკლედ, თუ რაიმე ვრცელი ინფორმაცია დაგჭირდეს შემეხმიანე
* * *
ეს კიდე იგივე ინგლისურად.
გერმანელების უმთავრესობა აზრზეა ინგლისურში და წაიკითხონ

In the second part of the 2nd thousand years B.C. Kolkhuri Culture overtook in Georgia and it lasted till VIII-VII b.c. Kolkhidian Kingdom was well described in old Greek legend on Argonauts. According to the legend, the king Ayet owned “the golden fleece”. Greek heroes – the Argonauts, with Jason in lead sailed on Argo to Kolkheti to get the Golden Fleece, which was guarded by horrible dragon. Once were unable to get it they tried thru
The daughter Medea, Medea fell in love with Jason, she stole the Golden Fleece from her father and ran away with Jason. The gods could not forgive Medea to steal the treasure form father home. Jason left her and she lost her children. The legend tells that she herself killed their children to heart Jason, but other sources tell different.
Medea had good knowledge of medicine and they say that how the word medicine started and it’s related to her name.
Where the myth on the Golden Fleece stated? The scientists think that the legend is based on the gold mining rules in Svanetia, when they used fleece in the Mountain Rivers to get gold and some other minerals.
In the 20-30s of the VIII the Kimirians from North destructed century Kolkhida State.
VI-V c, B.C. Greek settlings started across the coast of Georgia: Pharisees (Poti), Dioskuria (Sukhumi), Gienoses(Cchamchire). And these cities help to start the new state – Kolkheti.
IV century B.C. strong state of Georgia Kartli (Iberia) was created. This word reflects Spanish toponime and probably not by accident. – That basks came from Georgian tribes and moved to Europe at that time.
King Parnavaz has done great services in strengthening Kartli. The legend on the King Parnavaz tells:
Parnavaz was able to defeat the enemy and gain the independence for the country. After he built “Armazis Tstikhe” (Armaz Fortress) and strengthened the borders of the country. He became the first king who united Georgia. He started the Parnavaz dynasty. The first administrative reforms took place. Statues for Armaz the moon god and Zaden the god of fertility were made.
But the most important of all is the written language of Georgia. He prohibited using any other written languages and made Georgian language state written language. He was a king for 63 years; he was very old when he passed away.
One of the biggest historic events in Georgia to declare Christianity as a state religion in IV century. It was one of the first States who made such decision. The founder of Christianity in Georgia is mediator Andrew Pirverltsodebuli, Simon Kananeli and St. Nino enlightener.
Georgia was Tsilxvedri the Virgin Mary but she could not come and sent mediator Andrew Pirveltsodebuli. Andrew came to Georgian in the 30th of Ist century and start spreading Christianity form Achare, most of the population was not ready to accept the religion. Only three hundred years after St. Nino was able to --- Christianity in Georgia. The legend how King Mirian became Christian tells:
One day St. Nino was attending a ritual worshiping Armaz , she became so terrified that she started praying. Suddenly strong wind blew, hale started and all the paganistic gods were swept away.
Three years passed after that and she was able to convert many Georgians to Christians. After miraculous treatment the Queen of Kartli Nana became Christian too. Only the King Mirian was still reluctant to take it.
One day, while hunting, he decided to get rid of Christianity and bring back his idols: Armaz and Zaden. Indocile to be executed. All of a sudden total eclipse was around, scared king for asking his gods for help, but in vain, and than he asked St. Nino’s god, the Christ for help and it became clear again, sun started to shine. He recognized Christ’s power and promised that whole Georgia would become Christian.
The Vine Cross of St. Nino, which is tied with her hair, is in Patriarch ate of Georgia. St. Nino is buried in Bodbe Monastery.
This post has been edited by დათიკო on 20 Feb 2006, 00:34