მალე ჭიაკოკონობა მოვა, უამრავი ძველი საბურავი დაიწვება და გარემო ისევ დაბინძურდება.....
მოკლედ, ალბათ ყველას გინახავთ ძველი საბურავები პროფილაქტიკებთან, ეზოებში, ქუჩებში და სხვაგან. ჩვენთან არ ხდება მათი ქარხნული წესით უტილიზაცია, ხშრად წვავენ და ასე იცილებენ უვარგისებს და თქვენც ხვდებით რას უშვება ეს გარემოს.
მინდა მივმართო ყველას ვინც იქნება დაინტერესებული „ძველი საბურავების ახალი სიცოცხლით“ , თავი მოვუყაროთ იდეებს როგორ შეიძლება უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ძველი საბურავებისგან გაკეთებული ახალი ნივთები. ჯერ-ჯერობით არც ისე ხშირად ვიყენებთ მათ, თუნდაც საბავშვო მოედნებზე ან სხვაგან. იქნებ რომელიმე ჯგუფი დაინტერესდეს, დასაქმდეს ამ საქმიანობით „გადაამუშაოს“ ძველი საბურავები ეზოს, სკვერის ან თუნდაც აგარაკის დეკორაციებად. ერთი სიტყვით ფანტაზიას არ აქვს საზღვარი, ინტერნეტი უამრავ იდეას გვთავაზობს - მთავარია მოვინდომოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას.
This post has been edited by teushki on 4 Apr 2013, 11:54
მიმაგრებული სურათი