#36742400 · 6 Jun 2013, 22:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღის ძიძა
მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება (დამადასტურებელი დიპლომი. პრიორიტეტი მიენიჭება სპეც. პედაგოგს გამოცდილებით) • მუშაობის მინიმუმ, 1 წლის გამოცდილება (სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება -მიენიჭება პრიორიტეტი) • დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები • დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევები • პრობლემების გადაჭრის უნარი • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები • პასუხისმგებლობის გრძნობა • პუნქტუალურობა • კომუნიკაბელურობა • რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან (რეკომენდატორი 2 პირი) • ანაზღაურება 350ლ. (დარიცხული)
დღის ძიძის ფუნქციები: დაგეგმილი სამუშაოების წარმოება (შესრულება, დოკუმენტალურად ჩაბარება- გადაბარება) აღსაზრდელების ჰიგიენაზე პასუხისმგებლობა (კონტროლი, ფიზიკური დახმარება) აღსაზრდელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა (ყურადღება, კონტროლი) აღსაზრდელებზე გაცემული მედიკამენტების ყოველდღიური ნაშთის აღწერა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით აღსაზრდელის ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მუშაობა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრებში მონაწილეობა სააღმზრდელო ნაწილის პერსონალის შეხვედრებში მონაწილეობა სააღმზრდელო გარემოს ჰიგიენაზე პასუხისმგებლობა ბავშვთა უფლებების დაცვა სკოლის შინაგანაწესის დაცვა
თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და შეგიძლიათ თავი გაართვათ ფუნქციებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: school202@ymail.com არაუგვიანეს 13.06.2013 წლისა
|