ზუსტად მაგ კითხვაზეა პასუხი ამ სტატიაში:
http://shokoladi.ge/content/chaketili-sazo...a-misi-darajebiსაკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომლის ერთ-ერთი პირველი ავტორიც ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევია, საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგია არა მარქსიზმიდან, არამედ მართლმადიდებლობიდან აღმოცენდა. გერმანელი ფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის აზრით კი, რუსეთში კომუნისტების გამარჯვება ჯერ კიდევ პეტრე I-ის მიერ დაწყებულ რუსეთის გაევროპულების მცდელობაზე ტრადიციული რუსული მართლმადიდებლობის რევანში იყო. სტალინის პიროვნებაში მართლმადიდებლობის სამშობლოს - ბიზანტიის იმპერატორის ტიპის აბსოლუტისტური ხელისუფლება აღდგა. იმპერატორი კი მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიაში ქრისტეს თანაარსად და, ამდენად, უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტად აღიქმებოდა. შესაბამისად, მართლმადიდებლობას ბიზანტიაშიც და მის "სამართალმემკვიდრე" რუსეთშიც ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიური ფუნქცია ჰქონდა. ოქტომბრის რევოლუციისა და 20-იანი წლების მოდერნისტული ექსპერიმენტების შემდეგ საბჭოთა კავშირში სტალინმა გაიმარჯვა, რომელმაც ევროპიდან შემოსული სეკულარიზაცია შეაჩერა და მის მიერ შემოტანილი განმანათლებლური თუ ლიბერალური იდეები საბოლოოდ ალაგმა და მთელი ახალი საბჭოთა იმპერია თავის მართლმადიდებლურ-მესიანისტურ ფესვებთან დააბრუნა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეკლესიას კომპარტია ჩაენაცვლა, სამებას - ცოცხალი თუ უკვდავი ბელადები. ძირითადი პრინციპი კი უცვლელი დარჩა: არსებობს ერთადერთი "სწორი აზრი" და მისი განმსაზღვრელი ერთადერთი ინსტანცია (ეკლესია/პარტია), ხოლო ვინც მას არ იზიარებს და თავისუფალ ან კრიტიკულ აზროვნებას ცდილობს, როგორც ერეტიკოსი თუ "ხალხის მტერი", განადგურებას საჭიროებს. 1937 წლის რეპრესიები ბევრი საბჭოთა მოქალაქისათვის განკითხვის ჟამად აღიქმებოდა, რომელსაც კომუნიზმის სახით "ათასწლოვანი სამეფოს" აშენება უნდა მოჰყოლოდა. შემთხვევითი ფაქტი არაა მართლმადიდებლური ეკლესიის ლოიალობა სტალინის მიმართ: განსხვავებით ლენინისაგან, ეკლესიას სტალინი არასდროს აღუქვამს "სატანად" ან "ანტიქრისტედ" და უკვე 30-იანი წლების ბოლოდან მის სახელზე ლოცულობდა. ამისი მიზეზი კი არა მხოლოდ შიშია, არამედ უფრო მეტად ის, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილ მოსწავლეში ეკლესია, თუმცა სახელშეცვლილ, მაგრამ მაინც ბიზანტიურ-მართლმადიდებლური იმპერიის ამაღორძინებელს ხედავს (ამდენად, სრულიად ლოგიკური იქნებოდა ოდესმე სტალინის წმინდანად შერაცხვა!).
All religion, my friend, is simply evolved out of fraud, fear, greed, imagination, and poetry.
Edgar Allan Poe