q-e-t-a-t-o 23რა არის ცოლ-ქმრის ურთიერთობა ?
შრომა
დაუღალავი შრომა ოჯახური იდილიისთვის
იდილია კი ადვილი მისაღწევი არაა, ორივეს სურვილი და ძალისხმევა სჭირდება
ერთმანეთზე უნდა ზრუნავდნენ, უზომოდ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და რაც მთავარია დათმობა

მე ვერ წარმომიდგენია ნორმალური ურთიერთობა დათმობების გარეშე
როცა ოჯახს ქმნი "მე მინდა" აღარ არსებობს, ახლა უნდა გაითვალისწინო თან მას რა უნდა, როცა შვილი გეყოლებათ მერე მისი სურვილები და ინტერესებიც უნდა გაითვალისწინო და ისე იმოქმედო

ოჯახი ერთი დიდი გამოცდაა, რომელსაც ყველა ვერ აბარებს
ქალზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და საერთოდაც ქალი მხოლოდ კარგი დედა და კარგი მეუღლე არ უნდა იყოს, არაა საკმარისი
კარგი საყვარელიც უნდა იყოს და საწოლში ქვასავით არ უნდა ეგდოს
...