#36759885 · 8 Jun 2013, 01:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე.ი. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ანალიზის ძირითადი მიმართიულება იქნებოდა, როგორ დაუშვა თავდაცვის სამინისტრომ, თუ ნატომ, თუ ვისაც ეხება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ორი, ტყუპისცალივით ერთნაირი ტერაქტი მოხდა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და დახვეწილი ძალის ბაზაზე,
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანა, მიუხედავად ჩასვრისა, აამუშავებდა სარეზერვო n გეგმას რითაც მარცხის რაღაც ნაწილის, თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდებოდა, მაგალითად საქვეყნოდ იყვირებდა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ნატოსთვის, თქვენც გააკეთეთ რაღაცა საქართველოსთვის. მაგალითად სომხები. ეჭვი ხომ არ გეპარებათ რომ თავს გადასჭამდნენ მსოფლიოს, თქვენი გულისთვის ვიხოცებითო და შეიძლება ნახევარი თურქეთის მიწები მოეთხოვათ სანაცვლოდ. ჩვენ კი დავიღმიჭებოდით ამაზე - დებილები რეებს ითხოვენო. ამ დროს მათი საქციელი პრაგმატული და სწორი იქნებოდა სახელმწიფოებრივი ან თუნდაც პატარა სარგებლის თვალსაზრისისთ.
და მრავალი, ერთი შეხედვით ნორმალური და ჯანმრთელი რეაქციის ნაცლად, მთელი დღევანდელი დღე საქართველომ შეალია ნაცებისთვის ან ქოცებისთვის, (ანუ ერთმანეთისთვის) უმძიმესი ცოდვების მიწერას, და უბედურებაზე თამაშით პოლიტიკური ქულების ჩაწერას.
შავად შეგერგოთ პოლიტიკური თვალსაზრისით ორივე მხარეს ეგ ქულები.
|