"ქართველები ბატონებივით გვექცევიან!" – რა შთაბეჭდილებას ტოვებენ ქართველი სამხედროები ავღანელებზეამერიკული "ნიუ იორკ ტაიმსი" ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ აღიქვამენ ქართველ ჯარისკაცებს ადგილობრივები. გთავაზობთ ამონარიდს "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიიდან:
"ზოგჯერ ქართული დანაყოფები ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ სხვა ქვეყნის კონტინგენტებთან შედარებით.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ, რადგან ისინი ხშირად თვითნებურად აჩერებენ მათ და ჩხრეკენ, თანაც უპატივცემულოდ ექცევიან და არც მათი ენის სწავლით იწუხებენ თავს. თუმცა, ადგილობრივი ოფიციოზი აცხადებს, რომ ქართველების იქ ყოფნამ თავისი წვლილი შეიტანა რეგიონში ღია მიმოსვლის შესაძლებლობაში.
"ინგლისური არ იციან და რუსული ჟღერადობის მქონე ენაზე საუბრობენ" - განუცხადა "ნიუ იორკ თაიმსს" ლანდი-ნავას (სოფელი, სადაც ქართველთა სამი ბაზიდან ერთ-ერთი მდებარეობს) უხუცესმა, აბდულ რაჰმან მუთმაინმა.
"ქართველები ბატონებივით გვექცევიან, ჩვენს ხალხს კარგად არ ეპყრობიან - თქვა მან - ხალხი წუწუნებს, რომ ხშირად ისინი მათ თვითნებურად ჩხრეკენ და მათ ნივთებსა და ფულს, მაგალითად მაჯის საათებსა და სხვა ძვირფასეულობას პარავენ.
ერთხელ ლანდი-ნავაში, მათ ბაზასთან ახლოს მანქანა გამიფუჭდა. ქართველები მოვარდნენ და მაიძულეს, მანქანა გამეყვანა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამას მარტო ვერ მოვახერხებდი, მაგრამ არც დამეხმარნენ და არც მანქანის შეკეთების უფლება მომცეს. მერე აბუჩად მიგდებდნენ და არც ვიცოდი, რას მეუბნებოდნენ და არც მათ ესმოდათ, მე რას ვეუბნებოდი. "
სტატიის ორიგინალი:
New York Times - Taliban Attack Kills 7 Georgian Soldiers in Afghanistan
http://www.kvirispalitra.ge/ras-weren-chve...ghanelebze.htmlწინა კვირის ფორუმის თემებში აქტუალური იყო გეი-ლესბოლების ყოფნა არყოფნის საკითხები,ტაბურეტკიანი მამაოების საგმირო საქმენი,ჰომოსექსუალიზმის ისტორია და მისი კვალი საქართველოს დღევანდელობაში..
ახლა კი ავღანეთი და თალიბები...
უზომოდ დიდია ქართველების მსხვერპლი სადღაც გადაკარგულ,ველურ ავღანეთში.რას ვღებულობთ ამ ავღანურ მისიაში მონაწილეობით?
მაპი და ნატო ისეთივე შორეული პერსპექტივა გახდა,როგორც რუსეთისგან წართმეული ტერიტორიების დაბრუნება.
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი