#36763714 · 8 Jun 2013, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯარსა და პენიტენციალურ სისტემას კვებით უზრუნველყოფდა "ქართული კვების კომპანია" რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტაა.
მარტის თვეში გამოცხადდა პენიტენციალურ სისტემაში კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერი, ვინაიდან მიზეზების გამო "ქართული კვების კომპანიის" ჩამოცილება უნდოდათ, ტენდერში საეჭვოდ გაიმარჯვა შპს "ჯიემემ" –მა, რომელსაც დღეს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ციხეებში ცუდი ხარისხის საკვები შეაქვს.
ამის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო თავდაცვის სამინისტროს ჯარების კვებითი მომსახურების ტენდერი რამდენიმე ლოტად, დასავლეთის აღმოსავლეთის და ა.შ. ტენდერის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღწევდა, შემდეგ გემახსოვრებათ იმერლიშვილის ქმრის კომპანია "food line Georgia" -ც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მანდ თბილისის ლოტში კანდიდატურა მოხსნა, კახეთის ლოტში კი დისკვალიფიკაცია მიიღო. თავდაცვის სამინისტროს კვებითი მომსახურების ტენდერში ისევ გამოჩნდა კომპანია "ჯიემემ"-ი , რომელმაც ორი საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი აიღო, თუმცა სხვადასხვა ფირმების სატენდერო საბჭოში შეტანილმა საჩივრება კვლავ გააჭიანურა ტენდერების საბოლოო შედეგის დადება. ამასთან ერთად ხშირად ისმის სხვადასხვა ნაწილში მომსახურე ჯარისკაცებისგან პრეტენზიები რომ საკვებმა და დღიურმა ნორმებმა საგრძნობლად იკლო ჯარში.
რომელ კომპანიას შეაქვს დღეს ჯარში საკვები ? შესაძლებელია თუ არა ტენდერში კომპანიას მისცე დისკვალიფიკაცია სატენდერო დოკუმენტაციების ნაკლებობის გამო და უცებ მოუხსნა მინიჭებული დისკვალიფიკაცია, როგორც ეს მოხდა შპს "ჯიემემ"-ს ის შემთხვევაში ?
ვინ დგას ამ შპს" ჯიემემ"-ის უკან , რომელსაც რესპუბლიკის მასშტაბით ციხეებში დაბალი ხარისხის საკვები შეაქვს , თუმცა როგორც ჩანს ეპატიება, და რომელსაც სავარაუდოდ მთელი ჯარის კვება ჩაბარდება ...
არ მინდა იმის დაჯერება რომ ისევ სამთავრებო ინტერესებია
და რა ბედი ეწევა "ქართული კვების კომპანიას"?
--------------------
რაოდენ კაცთა უფროსი, რათა მათ მიერ ბოროტნი კაცნი შეშინდენ
|