ფეისზე დადეს:
ინფორმაცია სსიპ ''ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში'' მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
10/06/2013
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას სსიპ „ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოვიდა მთელი რიგი საჩივრებისა სსიპ „ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის“ ხელმძღვანელობის ადმინისტრაციულ და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შექმნა კომისია, რომელსაც დაევალა აღნიშნული საჩივრების საფუძვლების შესწავლა;
კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობის არაერთი დარღვევის ნიშანი იკვეთება;
როგორც ცენტრზე სახელმწიფოებრივი კონტროლის განმახორციელებელმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაწყვიტა, რომ აღნიშნული დასკვნა გადაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს;
ნ. რაჭველი აგრძელებს ევ. მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
2013 წლის 15 მაისს ცენტრის დებულება შეიცვალა ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე (მათ შორის ერთპიროვნული მმართველობის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა სამხტავრო საბჭო, რომლის შემადგენლობის ინიცირებაც მოხდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მიერ). ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამავდროულად არის სამხატვრო საბჭოს წევრი;
მოქმედი ხელმძღვანელი ინფორმირებული იყო თითოეული გადადგმული ნაბიჯის შესახებ. ამასთანავე, სამინისტროს ყველა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ღიაა საზოგადოებისთვის, მათ შორის დებულება, რომელიც განთავსებულია 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე matsne.gov.ge.
http://www.culture.gov.ge/topicdetals-2.6844.html