უკვე კარგა ხანია გვესმის რომ აისაფის მისია დასრულდება 2014-ში, რაც ამ დღეებში აპატურაიმ კიდევ ერთელ დაადასტურა
http://news.ge/ge/news/story/56868-sabrdzo...bers-dasruldebaმაგრამ რატომ 2014-ში? ამ დროისთვის ტერორიზმი სრულად დამარცხდება? თუ ავღანელები იქნებიან მზად დამოუკიდბლად მართონ ქვეყანა და ჯერ არ არიან? ჩვენ ასე გვაწვდიან ამ ზღაპარს.
ჩემი აზრით კი ამიტომ...
თუ გსმენიათ ტრანს ავღანეთის გაზ სადენის შესახებ? თურქმენული გაზი, ავღანეთის(ჰერატის, ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციების, ნაცნობი პროვინციებია არა?!) გავლით უნდა შეურთდეს პაკისტანისა და ინდოეთის გაზსადენებს და აქედან გავიდეს დასავლეთში ექსპორტზე.
http://en.wikipedia.org/wiki/Trans-Afghanistan_Pipelineამ გაზ სადენზე ცნობილ და კანის ფესტივალზე დაჯილდოვებულ დოკუმენტურ ფილმშიც ფარენჰეიტ 9/11-შიც არის საუბარი, ყურადღებით უყურეთ 44-ე წუთიდან 49 წუთამდე
მიხვდებით რატომ არიან ამდენი ხანი (2001 წლიდან, უკვე 12 წელია) ამერიკელები ავღანეთში, იმიტომ რომ ამ გაზსადენის შექმნის საბოლოო შეთანხმება 2012-მდე ვერ მოხერხდა, და რატომ გაგრძელდება აისაფის მისია 2014 წლამდე, იმიტომ რომ ეს გაზსადენი 2014-ში უკვე დასრულდება. ამის შემდეგ მისია გაგრძელდება სხვა ფორმით გაზსადენისა და ოპიუმის შავი ბიზნეს ინტერესების დასაცავად.
ოპიუმის ბიზნისის რომელიც "ტერორისტმა" თალიბებმა 2000 წელს მოსვლის თანავე მოსპეს, გაანადგურეს რა პლანტაციების 99%, ხოლო 2001-ში აშშ-ს ინტერვენციის შემდეგ ოპიუმის წარმოება გაიზარდა თითქმის 4-ჯერ იმასთან შედარებით ვიდრე თალიბებამდე იწარმოებოდა.
თითქოს დამთხვევაა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის გარდა ავღანეთში ინტერვენციას წინ უძღოდა ოპიუმის პლანტაციების გაჩეხვა(ავღანათში მსოფლიო ოპიუმის 75% იწარმოებოდა) და გაზსადენის მშენებლობისთვის თალიბების მიერ არგენტინული და არა ამერიკული კომპანის არჩევა. მაგრამ არაა რთული იმის მიხვედრა, რომ ავღანელი ფერმერებისგან და თურქმენეთისგან კაპიკებში ნაყიდ ოპიუმსა და გაზს დასავლეთის ბაზრებზე კოლოსალური მოგება მოაქვს. და რომ დიდი ფულის ინტერესებია ავღანეთში.
ნახეთ ეს ლინკები ოპიუმის წარმოებაზე ავღანეთში
http://en.wikipedia.org/wiki/Opium_production_in_Afghanistanაისაფის პროგრამის ვიკი გვერდზეც არის ოპიუმის ინტერესებზე მინიშნებები, რომელსაც დანახვა უნდა
http://en.wikipedia.org/wiki/International...l_opium_economy ალბათ გვჭირდება საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ავღანეთში ყოფნა. მაგრამ იმის ცოდნაც არ გვაწყენდა თუ რეალურად რა საქმე კეთდება იქ.
მიმაგრებული სურათი