Youtube-ზე, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, კონკრეტულად კი გიორგი არველაძის „კამანდის წევრია“.
ამის შესახებ ინფორმაციას, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს.
„კონფიდენციალური წყაროს თქმით, Hammad Zaman პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად კი, გიორგი არველაძის „კამანდის“ წევრია. წყაროს ინფორმაციითვე, შს სამინისტრომ Hammad Zaman - ის ნამდვილი ვინაობა უკვე დაადგინა და Youtube-ზე სკანდალური ვიდეოს გამავრცელებელს მალე დააკავებს. წყაროს თქმით, ძალოვნებმა Hammad Zaman, როგორც მოწმე უკვე დაკითხეს და როგორც მას განუცხადებია, ვიდეოს გავრცელების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ტელევიზიით 26 მაისს, ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ამსახველი კადრები ნახა“- ნათქვამია „ვერსიის“ სტატიაში.
http://www.newspress.ge/samarthali/23721-j...is-tsevria.html