ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს
13:45 10-06-2013
ავლევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს ქარელის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ავლევში, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც რუსმა ფორმიანებმა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით შვილი, 15 წლის ვახტანგ ჟღენტი გაათავისუფლეს.
ადგილობრივების მტკიცებით, ჟღენტები დაკავებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სოფელში იმასაც აღნიშნავენ, რომ ავლევის პერიმეტრზე ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო ნაგებობები არ არსებობს და საკმაოდ რთულია მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნა.
სავარაუდოდ, ოსური მხარე, ჟღენტებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაადანაშაულებს. ავნეველი მამა-შვილის გარდა, ცხინვალის საპატიმროში ამავე ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი, კერძოდ, სოფელ დიცის მკვიდრი როსტომ სოსიაშვილი და სობისის მცხოვრები თემურ გიგაური რჩებიან.
მაგენის ღორები .
რამენაირად ხო უნდა შეჩერდეს ეს ლეკიანობა?
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.