„ის, რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ, არ არის სწორი, ეკლესიას დიდი როლი აქვს, მაგრამ არ უნდა გადავაჭარბოთ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ის, რომ სასულიერო პირებს მანქანები ენიშნებოდა და კონკრეტულ საკითხებში სახელმწიფო ერეოდა, არ არის სწორი".
ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ -თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ „ეკლესიას აქვს დიდი როლი მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოთ".
„ინტერვიუს შემდეგ პირდაპირ მოვითხოვ კულტურის მინისტრისგან, რომ დავიწყოთ ანალიზი. ის, რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ და კონკრეტულ თემებში ერეოდა სახელმწიფო, არ არის სწორი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ეკლესია გავხადოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ეკლესიას აქვს დიდი როლი მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოთ. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.
დაფინანსების პრინციპი უნდა შეიცვალოს, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა საქმეებში" , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
http://frontnews.ge/index.php?action=news_...=20969&lang=geo This post has been edited by მადლი on 3 Jun 2013, 12:51
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2