მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჰელმანდის პროვინციაში მოხალისედ გაგზავნის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ გოჩა ტყეშელაშვილმა ჟურნალ "რეიტინგს" განუცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის მინისტრს - ბატონ ირაკლი ალასანიას მოგმართავთ თხოვნით: ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობოების ბაზაზე (ჰელმანდის პროვინცია) მიმავლინოთ, როგორც მოხალისე. მზად ვარ, ვიმსახურო ნებისმიერ პოზიციაზე, რასაც საჭიროდ ჩათვლით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მიმაჩნია:
- ქართულმა ჯარმა დღეს შექმნილ ვითარებაში არ უნდა შეწყვიტოს და უნდა დაასრულოს სამშვიდობო მისია ავღანეთში; დღეს ქართული ჯარის გამოყვანა
ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, ასევე ცუდად აისახება ქვეყნის მოსახლეობის განწყობებზე;
- დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის ადამიანების სწორი და თამამი გადაწყვეტილებები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის მომავალზე; საქართველოში მცხოვრები ადამიანები პატრიოტიზმით, მსოფლიო ცივილიზაციისკენ ლტოლვით და სიმამაცით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.
ამასთან, ავღანელ ხალხს მინდა მივმართო და ვთხოვო, ნუ იმსჯელებენ საქართველოზე ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით.
აქვე ვადასტურებ, - ვარ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, აბსოლუტურად ჯანმრთელი და გადწყვეტილება მივიღე არა ემოციურ ფონზე, არამედ საღი და ცივი გონებით.
ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს.
პატივისცემით: სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი...", - აღნიშნულია გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვაში.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/masmedia/79499-qetalo...l#ixzz2VidZcav2რას ფიქრობთ იუზერებო
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი