ჯერჯერობით გადაქართულებაზე ვჩალიჩობ და მერე ტესტ რეჟიმში მინდა გაშვება ჩემ პონტში გავერთობი და მერე თუ ვინმე მოისურვებს თამაშს ითამაშოს
* * *
ოგამეს ვინც თამაშობდა წარმოდგენა ექნება როგორი თამაში ინება მაგრამ ოგამესგან განსხვავებით 2 რასა იქნება აქ და ახალი ტექნოლოგიები
აი თამაშის საიტი www.2moon.p.ht თუ რამე შეკითხვა გექნებათ არ მოგერიდოთ ვინც არ იცის აგიხსნით თუ რას ნიშნავს სერვერები x5 და x1 . x1 სერვერი არის სტანდარტული სერვერი სტანდარტული სიჩქარით მშენებლობების გამოკვლევების და ფრენის სტანდარტული სიჩქარე, ხოლო x5 არის 5-ჯერ უფრო სწრაფი მოქმედებები მშენებლობების გამოკვლევების,ხომალდების და დაცვის სისტემების მშენებლობის დრო 5ჯერ შემცირებული ასევე ფლოტის ფრენის დროც 5ჯერ არის შემცირებული. x1 სრვერზე მოვლენები უფრო ნელა ვითარდება ვიდრე x5 სერვერზე
შავი მატერია ჯერჯერობით არ იშოვება სამომავლოდ გარკვეული განვითარების შემდეგ მპოვება იქნება შესაძლებელი ან რეალურ თანხაზე შეძლებ შეძენას. რაც შეეხება ენერგიას ელექტრო სადურის აშენებით შეძლებ ენერგიის მოპოვებას . თუ რამე კითხვები გექნება დაწერე და დაგეხმარები
* * *
თავიდან პლანეტაზე საჭიროა ენერგიის მოპოვება რაც რესურსების მოპოვებას სჭირდება ამისათვის უნდა ააშენოთ ელექტრო სადგური რის შემდეგაც შესაძლებელია რესურსების ანუ საბადოების აშენება
* * *
რესურსების საბადოების აშენების შემდეგ უნდა ააშენოთ რობოტების ფაბრიკა რაც ხომალდების ასაშენებლადაა საჭირო 2 დონის რობოტების ფაბრიკა საჭირო რათა სამხედრო ფაბრიკის აშენების საშვალება მოგეცეთ. დაწვრილებით შეგიძლია ტექნოლოგიებში შეხვიდე და იქ არსებობს ინფორმაცია თუ რაა საჭირო ამა თუ იმ მშენებლობისა გამოკვლევის ან ხომალდების და თავდაცვის სისტემების ასაშენებლადაა საჭირო
* * *
ლაბორატორია კი საჭიროა გამოკვლევებისთვის რაც უფრო მაღალი დონის ლაბორატორია გაქვთ კვლევის დრო მცირდება და ამასთანავე ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშვალებასაც იძლევა
* * *
თამაში ასევე არის ჩატი სადაც შეიძლება მოთამაშეებთან ურთიერთობა და მიმოწერა ონლაინ რეჟიმში
* * *
Neverborn პლანეტაზე დაგემატა მთვარე . მთვარის ძირითადი ფუნქცია რაცაა ინფორმაციის მოპოვება სხვა პლანეტებზე და ასევე ფლოტის ტელეპორტაცია ანუ დანახარჯების გარეშე ფლოტის გადაადგილება . მთვარეზე ვერ მოიპოვებ რესურსებს მაგრამ პლანეტებიდან ხომალდების საშვალებით შესაძლებელია მთვარეზე რესურსების ტრანსპორტირება და ასევე მთვარიდან პლანეტებზე რესურსების ტრანსპორტირება ხომალდების საშვალებით
* * *
რაც შეეხება მთვარეს მთვარეზე ასაშენებლად ადგილი არ არის თავიდან მხოლოდ ერთი ნაგებობის აშენებაა შესაძლებელი და ეს არის მთვარის ბაზა. მთვარის ბაზის ყოველი დონე მთვარეზე 5 ნაგებობის აშენების საშვალებას იძლევა ანუ რაც მაღალია მთვარის ბაზის დონე მით მეტია მთვარეზე ნაგებობების დონეები და შესაძლებლობები
* * *
თამაშის არსი მდგომარეობს შემდეგში, თავიდან თამაშს იწყებთ 1 პლანეტით ავითარებთ პლანეტას იკვლევთ ახალ ტექნოლოგიებს რაც ახალ-ახალი ტიპის ხომალდებისა და თავდაცვითი საშველებების აშენების საშვალებას გაძლევთ ახდენთ სხვა პლანეტების კოლონიზებას და ქმნით ძლიერ ფლოტს აყალიბებთ ალიანსს და სხვა მოთამაშეებთან ერთად იპყრობთ გალაქტიკას მონაწილეობთ ექსპედიციებში და იკვლევთ სამყაროს
მოკლე ინფორმაცია თუ რა უნდა გააკეთოთ თავიდან ( დამხმარე ) ნაბიჯი 1ამ ნაწილში აღწერილია ძირითადი ნაგებობები.თქვენ გაიგებთ თუ რომელი ნაგებობის აშენებაა საჭირო თამაშის სასაწყისში და რისთვისაა ისინი საჭირო. წარმატებული იმპერიის შესაქმნელად საჭიროა ნაგებობების სწორი თანმიმდევრობით აშენება.
მზის ელექტრო სადგური იმპერიის შესაქმნელად საჭირო რესურსების მისაღებად,აუცილებელია ამ ნაგებობის აშენება. ის მეტალისა და კრისტალის საბადოს ასევე წყალბადის სინთეზატორს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. როგორცკი ელექტროსაგდური აშენდება, მენიუში "რესურსები" შეიძლება ვნახოთ,თუ რამდენ ენერგიას გამოიმუშავებს მოცემულ მომენტში.
მეტალის საბადო: მეტალი - ერთერთია სამი რესურსიდან, რომლის მოპოვებაც პლანეტაზეა შესაძლებელი. ის გამოიყენება თითქმის ყველა სახის მშენებლობებსა და გამოკვლევებში,ამიტომ გირჩევთ კარგად განავითაროთ ეს საბადო.განსაკუთრებით თანაშის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია მეტალის საბადოს რამდენიმე დონით მეტად განავითაროთ,ვიდრე სხვა დამცყებ მოთამაშეებს აქვთ.
კრისტალის საბადო და წყალბადის სინთეზატორი: კრისტალი აუცილებელია ხომალდების ასაშენებლად, მშენებლობებისა და გამოკვლევების წარმოებისათვის. ის მოიპოვება მცირე რაოდენობით,ვიდრე მეტალი,რაც არ ქმნის მას ერთგვარ საჭირო რესურსად. თამაშის პერიოდში თქვენ შეიძლება დარწმუნდეთ, რამდენად სისხლიანი ბრძოლები იმართება კრისტალი გამო. წყალბადი გამოიყენება ელექტროენერგიის მოსაპოვებლად(ატომურ ელექტროსადგურზე), ასევე ხომალდებისათვის საწვავად და გარკვეული ტექნოლოგიების გამოსაკვლევად და მშენებლობებში(ლაბორატორია).
ნაბიჯი 2იმპერიის გაფართოებისა და მოთამაშეებთან გონურენციის გასაწევად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ შემდეგი ნაგებობები. ლაბორატორიისა და სამხედრო ფაბრიკის აშენებით თქვენ შეძლებთ ფლოტისა და თავდაცვითი სისტემების მშენებლობა. დამატებითი ინფორმაცია:
სამხედრო ფაბრიკა: აქ შენდება ყველა ტიპის ხომალდი, რომელიც თამაშში არსებობს. მიუხედავად იმისა,რომ სამხედრო ფაბრიკის აშენება შეიძლება თამაშის დასაწყისში, გარკვეული ხომალდების ასაშენებლად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ჩაატაროთ შესაბამისი კვლევები. ინფორმაცია ხომალდებისა და თავდაცვიტი სისტემებისთვის საჭირო გამოკვლევების შესახებ , შეგიძლიათ ნახოთ "ტექნოლოგიები"-ში. რაც მაღალია სამხედრო ფაბრიკის დონე, მით უფრო მცირდება მშენებლობის დრო.
ლაბორატორია: აქ ხორციელდება კვლევები, ახალი ტიპის შენობების ასაშენებლად, თავდაცვის სისტემებისთვის და ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად. გარდა ამისა, შესაძლებელია არსებული მიღწევების გაუმჯობესება. რაც მეტია ლაბორატორიის დონე, მით უფრო მცირდება გამოკვლევების დრო.
რობოტების ფაბრიკა: რობოტების ფაბრიკა ამცირებს მშენებლობის დროს. ნაგებობის ყოველი მომდევნო დონის აშენებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ამ დროის შესამცირებლად საჭიროა რობოტების ფაბრიკის აშენება.
ნაბიჯი 3ეს ნაწილი ეთმობა ლპანეტის დაცვას , ასევე ფლოტის მოქმედების პირველ ეტაპს.
გალაქტიკა: აუცილებელია სხვა მოთამაშეების ლოკალიზებისთვის. შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია სხვა პლანეტებზე, ან პირდაპირ იქიდან გაგზავნოთ თქვენი ფლოტი. გალაქტიკიდან ასევე შეგიძლიათ მოთამაშეებთან პირადი შეტყობინების და შპიონი ზონდების გაგზავნა, თუ ისინი უკვე არსებობენ პლანეტაზე.
ფლოტის გაგზავნა: ფლოტის გაგზავნა შეგიძლიათ როგორც გალაქტიკიდან, ასევე მენიუდან "ფლოტი". დასაწყისისთვის აირჩიეთ, ხომალდების ტიპი და რაოდენობა. ამის შემდეგ მიუთითეთ სამიზნის კოორდინატები (კოორდინატების გაგება შესაძლებელია გალაქტიკით) და ფრენის სიჩქარე. ფლოტისთვის შეგიძლიათ შემდეგი ბრძანებების გაცემა: "შეტევა", "განთავსება", "დახმარება", "გადამუშავება".
დაცვა: პლანეტის დასაცავად სამხედრო ფაბრიკის დახმარებით შეგიძლიათ თავდაცვის სისტემების აშენება. ისინი ძლიერ დაცვას წარმოადგენენ ფლოტთან ერთად მტრის თავდასხმის დროს. ფლოტისგან განსხვავებით, თავდაცვითი სისტემების 70% საკუთარ დანახარჯებს აღიდგენს ბრძოლის შემდეგ.
This post has been edited by lobja on 28 May 2013, 14:37
მიმაგრებული სურათი