
კალიფორნიის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრება "დაჭრილ მეომართა თამაშები" გაიმართა, სადაც ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა მეომრებმაც იასპარეზეს. . ქართველი სამხედროები ოთხ სახეობაში გამოვიდნენ და აქედან სამ სახეობაში პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.
პირველები იყვნენ დაშავებული ქართველი ჯარისკაცები მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდოსნობასა და პნევმატური იარაღიდან სროლაში.
მშვილდით სროლაში მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პნევმატური იარაღიდან სროლაში კი ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი.
მჯდომარე ფრენბურთში გუნდური პირველი ადგილით და ოქროს მედლებით დატოვეს ქართველმა სამხედროებმა პენდელტონის ბაზა, ფინალში მათ ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს
ფრენბურთის ფინალური მატჩის ლაივი აქ
http://new.livestream.com/accounts/3111541/events/3861431



ფოეტობი აქ
https://www.facebook.com/wwr.usmc/photos/a....?type=1&theaterმაგარი ხალხია გენაცვალეთ!