hushta -მაპატიეთ აქ როგორ გადმოვიტანო წინა თემიდან მონიშნული ტექსტი არ ვიცი, ამიტომ უბრალოდ დავაციტირებ:
"
"მგონი მივხვდი. ჯერ შევთანხმდეთ, ცოდნას რას ვეძახით?
როცა ვამბობ: არსებობს რეალობა და არსებობს ილუზია, ვგულისხმობ იმას, რომ რეალობა არის არაილუზია და ილუზია არის - არარეალობა.
ჰოდა რეალობას ვეძახი იმას, რაც უბრალოდ არის (მგონი ბუდაში ქვია რაღაც მსგავსს "დაო", არა? - შეიძლება არასწორედ მაქვს გაგებული) და ილუზიას იმას, რაც ცვლადია, ყველა ადამიანში ინდივიდუალურია (საინტერესოა საერთოდ რომ არსებობს ინდივიდუალური შეხედულებები...), გრძნობითია და უმეტესად მცდარი.
რა არის გრძნობა? - წარსულში (არა ერთი ადამიანის, არამედ გენეტიკურად) განცდილი შიშების, ტკივილების რაღაცნაირი გამოვლინება (რაღაცნაირს ვუწოდებ იმიტომ, რომ არ ვიცი ზუსტად როგორია).
სიკვდილის შიში რომ არა, არც სიყვარული იარსებებდა და არც სიძულვილი.
რადგან სიძულვილიცა და სიყვარულის სიცოცხლეს ემსახურებიან."
"გრძნობები არის ბრმა აზრის გარეშე, ხოლო აზრები ცარიელია გრძნობის გარეშე" - ვერ მივხვდი ეს სიტყვა რას გულისხმობს.
გრძნობიდან შეიძლება მოდიოდეს აზროვნება(?) და რაღაც მომენტში ილუზორული იყოს მისი "აზროვნებით" მოხსენიებაც და მხოლოდ სუბიექტური ღირებულება იყოს, მაგრამ სადღაც, როდესღაც ალბათ მიდის (ვითარდება) აზრი იმ დონემდე როცა იქცევა ნააზრევად და არ იქნება დამოკიდებული გრძნობაზე.
პრინციპში, მე თუ რამე არ ვიგრძენი, არც აზრი არ ჩამომიყალიბდება, მაგრამ აი სად სწორდება გრძნობა აზრით, ეგ ზღვარი უკვე თითქოს ბუნდოვანია."
ეს თქვენი ტექსტია. ის გარკვეული მსოფლმხედველობის გამოხატულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი აზრი. მაგრამ აქ ახლა მთავარია ის, თუ რამდენად წინააღმდეგობრივია თავად ამ (კონკრეტული) მსოფლმხედველობიდან წარმომდგარი მსჯელობა:
1. ამ მსჯელობის მიხედვით მცდარად მიიჩნევა ის რაც ცვალებადია, ანუ გრძნობითია
2. ამავე მსჯელობაში ცხადდება რომ თუ რაიმე არ იგრძენით, ისე აზრი არ ჩამოგიყალიბდებათ.
3. თუმცა, ამავე დროს უშვებთ "კომპრომისულ" ვარიანტს- "სად სწორდება გრძნობა აზრით"- თუმცაღა ეს "კომპრომისიც" წინააღმდეგობრივია, რადგან თუ გრძნობა შეიძლება აზრით გასწორდეს, ასეთივე წარმატებით არის შესაძლებელი აზრის "გასწორება" გრძნობით

ამის მარტივი მაგალითია იგივე თქვენს მიერ მოყვანილი შეყვარებული ვაჟის დამოკიდებულება, რომელსაც მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი, რომ ასეთ გოგონას არ შეხვედრია ჯერ და ნამდვილად უყვარს ის. თუმცა დროთა განმავლობაში მოხდა აზრის შეცვლა (აზრმა მეტი მომცველობა შეიძინა

) და შესაბამისად აზრმა გაასწორა ის "მცდარი" გრძნობა, რომლის მიდევნებაც ვაჟს სავარაუოდ მიიყვანდა ქორწინებამდე, ან რაღაც ამდგვარი.
და აზრმა გრძნობა შეცვალა. გრძნობა შესუსტდა და ასე ვთქვათ მიინავლა

მესამე კითხვა- "სად სწორდება გრძნობა აზრით?"
სად და ემპირიკაში. და მხოლოდ და მხოლოდ.
მოდით ასე განსაჯეთ-
როდესაც თქვენ გეძლევათ ემპირიკის რაღაც ნაწილი, თქვენს გრძნობას მიეწოდება ის მცირედი, ასე ვთქვათ, ის ერთი წახნაგი ცოდნისა, რასაც ის თავისი აზრით ავრცელებს მთელზე. ანუ, როგორც რაღაც მთელზე განავრცობს ემპირიკის ნაწილს. რადგან სწორედ ეს (ასეთი) ნაწილი ემპირიკისა მიეცა მას გრძნობად აღქმაში.
ამის თაობაზე კანტი იტყოდა რომ გრძნობები არ ტყუიან. ტყუის აზროვნება, რომელიც განავრცობს, აზვიადებს გრძნობის მიერ მიწოდებულ მასალას.

ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე:
თქვენ ამბობთ რომ ჭეშმარიტია ის რაც უცვლელია (სად? დრო-სივრცეში?) ხოლო ცვალებადობისადმი გამოტანილია ილუზიის განაჩენი.
ჯერ ის ვიკითხოთ რას (ვ)გულისხმობთ ცვალებადობაში?
მაგ. მე შევიცვალე. ცვლილება განვიცადე ბავშვობიდან მოყოლებული სიმწიფის ასაკით დამთავრებული.
მაგრამ მე -მე დავრჩი არსობრივად. თუმცა შევიცვალე, მაგრამ ამით ჩემი მეობრივი არსი არ გამქრალა. არამედ რაღაც-რაღაცეები დაიხვეწა, რაღაცეები გამოვლინდა, რაღაც ლიკვიდირდა, მოკლედ, მე განვიცადე განვითარება. და ამ განვითარების ყველა ეტაპი თავისთავად იყო რეალური და არა ილუზორული, რადგან თავად ყველა ეტაპმა ჩაიარა, მაგრამ მათ ჰქონდათ გარდამქმნელი ზეგავლენა და ამ ცვლილების კვალი დატოვეს ჩემში. მათი (ამ ცვლილებათა ეტაპების) მეოხებით მე განვვითარდი, რაც ნიშნავს -ჩემს სისრულეს (პოტენციაში არსებულს), სრულქმნას მივაღწიე.თუმცაღა მე -ისევ მე ვარ, როგორც უცვლელი რამ, რამაც ცვლილება განიცადა როგორც რეალობა.
იგივეა მცენარის მაგალითზე. ის განიცდის ცვლილებას, რაც საერთოდ მოკლებულია ილუზორულობას და ამ ცვლილებათა შედეგად ვითარდება თესლიდან -კვლავ ნაყოფამდე.
თქვენ საუბრობთ (თქვენი, მაგ.) გრძნობის ცვლილებაზე, ცვალებად გრძობაზე, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ გრძობაც, ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი რამ -აღიძვრის (იბადება), ვითარდება, ცვლილებას განიცდის და სიცოცხლისუნარიანობის მიხედვით ან მალმოკვდავია ან ........ვინ იცის?

და ეს ყოველივე არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ცვლილება, ცვალებადობა არის ილუზია, ანუ არ არსებული.
ეს რომ ასე იყოს, მაშინ ჩვენ ნომინალიზმს თავს ვერ დავაღწევდით. თუმცაღა მატერიალიზმის დიდპაპა ხომ სწორედ ნომინალიზმი გახლდათ.
აი, მარტივი და ურთულესი შეკითხვა: როგორ არის შესაძლებელი ცოდნა?
როგორ შეუძლია ადამიანს რომ რაღაცა იცოდეს? და არამარტო იცოდეს, არამედ ამ ცოდნას აფართოებდეს?
რისი მეშვეობით? თუ მას მხოლოდ 2 ინსტრუმენტი გააჩნია - გრძნობა და აზროვნება. რომელთა ურთიერთკავშირის ფორმა და გარემო მას დღემდე ვერ დაუდგენია?
This post has been edited by luka123 on 4 Feb 2013, 20:16
Каждый имеет право налево.
Кто не со Мною, Я не против.
Храни тебя Господь в сухом прохладном месте.