Vynil by
B@CHI, on Flickr
მოგესალმებით თანაფორუმელებო, მელომანებო. მივესალმები ყველას ვისაც აინტერესებს და უყვარს მუსიკა. მუსიკა რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს ირგვლივ ამ სამყაროში. გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთბინა ყველა მელომანისთვის და განსაკუთრებით იმათთქვის ვისაც პრეტენზია აქვს ხარისხიან მუსიკაზე (ხარისხში მოვიაზრებ ნებისმიერ რამეს რაც ამ სიტყვაში იგულისხმება, პირველ რიგში კი აუდიო ფაილის ხარისხს). მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი კოლექცია რომელსაც დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ჯგუფით "
PINK FLOYD" და გავაგრძელებ სხვა დანარჩენი და არანაკლებ საყვარელი ჯგუფებით, რომლებმაც შექმნეს მუსიკალური ისტორია და ლეგენდები.

თემის გახსნის მიზანი მდგომარეობს შემდეგში:
დღეს არც თუ ისე ძნელია მოიპოვო ესა თუ ის მუსიკა ნებისმიერი ჟანრიდან, ჩაწერო და უსმინო. თუმცა არც თუ ისე ადვილია მოიპოვო მუსიკა რომელიც იქნება
100%-ით ხარისხიანი (გემოვნებას არ ვეხები, ისევ და ისევ აუდიო ფაილის ხარისხზე მაქვს საუბარი)

ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის დამეწყო ეს საქმე და გამეზიარებინა ჩემი კოლექცია რომელიც მოიცავს მხოლოდ ორიგინალ ალბომებს სხვადასხვა შემსრულებლებისა ანუ ალბომები წარმოდგენილი ორიგინალში (თავის
Cover-ებითა და ნომრებით) ამისათვის გამოვიყენე ფორმატი
WAV-ი და სპეციალურად თქვენთვის დავყავი
Track-ებად რათა გაგიადვილდეთ მათი გამოყენება. (არქივებში ასევე არის გამშვები
CUE ფაილები იგივე Track-ლისტი).
ამ ყველაფრის წარმოდგენისათვის შევქმენი
Facebook Page-ი და ფოტო ალბომებში გავაწევრიანე სხვადასხვა ალბომების ქოვერები რომლებსაც თან ერთვის გადმოსაწერი ლინკები

გთხოვთ ეწვიოთ ამ გვერდს >>
Original Sound Record << მოიწონოთ და გადმოტვირთოთ მუსიკა, დააგემოვნოთ და დატოვოთ თქვენი გულითადი კომენტარები

გარდა facebook-ის გვერდისა ლინკებს თემაშიც წარმოგიდგენთ
>> Pink Floyd (Discography) <<100 %-იან ხარისხს იგრძნობს ის ვისაც სერიოზული აპარატურა აქვს, ხოლო ვისაც არა, უბრალოდ ეცოდინება მაინც რომ ორიგინალს უსმენს