შრომის კოდექსში ცვლილებები მიღებულია. პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, მანამდე კი მეორე მოსმენით იმ ცალკეულ მუხლებს უყარა კენჭი , რომელზეც შეთანხმება მხოლოდ გუშინ მოხერხდა. მესამე მოსმენით შრომის კოდექსს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი მის წინააღმდეგ წავიდა.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მიღებულია შრომის ისეთი კოდექსი, რომელიც შრომითი ურთიერთობების ახალ ეტაპს განაპირობებს. "ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს", - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, მანამდე არსებული კოდექსი დისკრიმინაციული იყო და დასაქმებულების უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი განმარტების გარეშე ხდებოდა. "ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ ამ პუნქტში დაცულიყო დასაქმებულის ინტერესები, მაგრამ თუკი პირი არ შეასრულებს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით საქმეს და მოვალეობას, რა თქმა უნდა, პირობები გაწერილია დეტალურად, სადაც დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ დასაბუთებულად გაათავისუფლოს დასაქმებული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი ურთიერთობა შემოდის, აქამდე კი იყო მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულებები, რომელიც დავის საგანი ხშირად ხდებოდა. კერძოდ, მისი თქმით, უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა გარკვეული რეგულაციებით. უვადო ხელშეკრულებები გაფორმდება დასაქმებულთან თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში.
ასევე ორი ტიპის რეგულაციაა შრომითი ხელშეკრულების წინასწარი გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ერთ თვით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში დასაქმებულს ერთი თვის სამუშაოს ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, მაშინ მას მოუწევს დასაქმებულისთვის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების მიცემა.
შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ძალაში მისი გამოქვეყნდებისთანავე შევა და მისი გაცნობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/index.php?...litika&Itemid=6პარლამენტმა შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები მიიღო
საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღო.
დღეს, 12 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ჯერ ის მუხლები წარუდგინა დეპუტატებს, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენიდან დაუბრუნა მთავრობას და წარმოდგენილი ვარიანტის მუხლობრივი განხილვის შემდეგ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა მთლიანი კოდექსი, რომელიც, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კონსენსუსის შედეგად ჩამოყალიბდა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუშინ უმრავლესობის შიგნით შედგა შეთანხმება შრომის კოდექსის სადავო მუხლებთან დაკავშირებით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პროფკავშირების წარმომადგენლები.
"პროფკავშირებთან ჩვენ რატომ უნდა შევთანხმებულიყავით? მე შევთანხმდი პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. სათითაოდ ყველასთან ხომ ვერ ვივლი შესათანხმებლად, არა?", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, "შრომის კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული". პროფკავშირები პრეტენზიებს რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით გამოთქვამენ, რომელიც სამუშაო საათებს, ხელშეკრულებებს და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებს ეხება
წყარო:
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/20574/