Georgianna
welcome to falmer

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43411
წევრი No.: 85117
რეგისტრ.: 21-February 09
|
#36809334 · 11 Jun 2013, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ ,როგორც ეკლესიურად ასევე მაგიურად საჭირო ატრიბუტიკაა სანთლები , შელოცვების წაკითხვის დროს საჭიროა სწორად გვქონდეს არჩეული სანთლის ფერი ,რადგან სწორად გაკეთებული (ჩატარებული) რიტუალი წარმატების საწინდარია...
რაც შეეხება ფერების მნიშვნელობას , გეტყვით ,რომ თითოეული ფერი ატარებს თავის ემოციურ დატვირთვას , რიტუალის მიმდინარეობის დროს , ასევე ივლება ადამიანში განწყობა ფერების მიხედვით და ხდება რიტუალის სწორი თუ არასწორი ჩატარება
მოკლედ დავიწყოთ :
თეთრი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს სიწმინდეს , სიმშვიდეს , სისპეტაკეს , სისუფთავეს (სულიერს) და სხვა (მაგრამ ზოგიერთ კულტურაში ეს არის ფერი სიკვდილის , ბოროტების , გლოვის და ასე შემდეგ)
წითელი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს სიცოცხლეს , ენერგიას , სიძლიერეს , სექსუალურობას , რომანტიკას , გულადობას , სივაჟკაცეს , (ძირითადად მამაკცური სიმბოლიზმის დატვირთვა აქვს)
ვარდისფერი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს სიყვარულს , მეგობრობას , ემოციურობას (ძირითადად გამოიყენება სიყვარულის შელოცვების დროს)
ყვითელი სანთელი : ასახავს/გამოხატავს ინტელექტს , წარმოსახვით სიძლიერეს , ილუზიას , კომუნიკაციას , გონებრივ სიმარჯვეს
მწვანე სანთელი : ასახავს/წარმოადგენს სიუხვეს , დოვლათს , ეკონომიკურ სიძლიერეს , წარმატებას , ჰარმონიას
ლურჯი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს მკურნალობას , სიმართლეს , შთაგონებას , სიბრძნეს , ოკულტურ სიძლიერეს , ფიზიკურ სიძლიერეს , კარგ ჯანმრთელობას .
მუქი წითელი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს ფინანსურ წარმატებას , სულიერ სიძლიერეს , ფიზიკურ შესაძლებლობებს...
ოქროსფერი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს დადებით ენერგიას , კარგ კარიერას , ასევე ეკონომიკურ სიძლიერეს .
შავი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს უარყოფით ენერგიას , სიკვდილს , ტკივილს ( ძირითადად გამოიყენება "მსხვერპლის" დასათრგუნად , დასამორჩილებლად , ტკივილის მიყენებისთვის და სხვა )
ყავისფერი სანთელი : ასახავს/წარმოადგენს პატივისცემას , სიამაყეს , ამპარტავნებას, პატივისცემის მიღებას...
მუქი ლურჯი(ინდიგო) სანთელი : ასახავს/წარმოადგენს სულიერ განვითარებას , ძირითადად გამოიყენება მაშინ როდესაც ღრმა მედიტაციას მივმართავთ რიტუალის დროს.
ნაცრისფერი(რუხი) სანთელი : ასახავს/წარმოადგენს ნეიტრალურ ფერს , ძირითადად გამოიყენება ცუდის ან კარგის ნეიტრალიზაციისთვის , დადებითი ან უარყოფითი ენერგიის ნეიტრალიზაციისთვის
მოკლედ სულ ეს იყო ...
თუ ვინმეს კიდე რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ შეგიძლიათ დაამატოთ
This post has been edited by გიორგი XII on 11 Jun 2013, 22:00
|