სალამი მეგობრებო.. რასაც დავაკვირდი RPG-ი ჟანრში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს თამაში. ვინმე თამაშობს თუ არა საინტერესოა... საზღვარგარეთ მომიწია ყოფნა ცოტა ხნით და ყველას ეს თამაში აკერია პირზე...
როგორც ერთ დროს დოტა ეკერათ პირზე საქართველოში თავისი ლაინეიჯით
ათასი ნაწილია გამოსული , ეხლა დაჟე მეთოთხმეტე სერიას ელოდება ხალხი...
თუ გაქვთ ნათამაშები იქნებ ვინმემ დაწეროს და გვირჩიოს ვისაც არ გვაქვს ნათამაშები , ღირს საერთოდ და თუ ღირს რომელი ნაწილები, სულ ინტერნეტში უნდა იყო თუ Singleplayer-იც აქვს და ა.შ.
ნორმალური ინფორმაცია ვერ მოვიძიე სამწუხაროდ და მაგიტო ვკითხულობ აქ