"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა საკომიტეტო სხდომაზე ხმაურით მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მოხდა.
კამათის მიზეზი არა კანონპროექტი, არამედ ტექნიკური დეტალი გახდა.
სერგო რატიანი-ზაზა პაპუაშვილს: ზაზა არ ისმის, ეთერში არ ისმის.
ჩიორა თაქთაქიშვილი-ზაზა პაპუაშვილს: მიკროფონი ჩართეთ.
ზაზ პაპუაშვილი- ჩიორა თაქთაქიშვილს: კორექტული იყავით და მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ. მიკროფონს ჩავრთავ თუ სხვა რამე იქნება ამის შესახებ შენიშვნას სხვა მომცემს.
სერგო რატიანი-ზაზა პაპუაშვილს: ამ შემთხვეაში ეს არის მოწოდება, რადგანაც თქვენი ხმა არ იწერება.
ზაზა პაპუაშვილი: გასაგებია, მაგრამ მე კატეგორიულად ვეუბნები (თაქთაქიშვილს) ნუ მომმართავს.
ჩიორა თაქთაქიშვილი: ხელების გაშვერა ეს არ არის პარლამენტში დამკვიდრებული წესი ურთიერთობის.
ზაზა პაპუაშვილი: მთელ მსოფლიოს როგორ ასწავლით ზრდილობას. რა პასუხი გინდა მიიღო ახლა? დაგვეხსენი რა.
ჩიორა თაქთაქიშვილი: შენობით ნუ მომმართავთ ძალიან გთხოვთ.
ზაზა პაპუაშვილი: ტოლი ნახე კოჭი გააგორე.
ჩიორა თაქთაქიშვილი: ყოჩაღ, ყოჩაღ. ბატონ თავმჯდომარეს ვთხოვ რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენოს ბატონის წინააღმდეგ.
ზაზა პაპუაშვილი: ნუ მერევა, მიკროფონის ჩართვა პრობლემა არ არის. თქვენი ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს. ნუ მოაბეზრეთ ხალხს თავი.
http://timer.ge/9422-toli-nakhe-kotci-gaag...irispireba.html