საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - კონკურსის ფინალური ეტაპი
14 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსტროში გაეროს ახალგაზრდობის ელჩის გამოსავლენად კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა.
კონკურსის მესამე ეტაპზე გასული 10 კონკურსანტი - ზურაბიშვილი თორნიკე, შაყულაშვილი ლაშა, მარგიანი თორნიკე, ლავრელაშვილი თეონა, სიხარულიძე მარიამ, აკიაშვილი ლელა, კიკალიშვილი შალვა, აბაშიძე ქეთევან, წაქაძე სოფიო და მამუშაძე რუსუდან დღეს კომისიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ (ინგლისურ ენაზე). ღონისძიება საჯარო ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება დასწრებოდა კონკურსანტების გამოსვლებს.
მას შემდეგ რაც ათივე მომხსენებელმა დაასრულა სიტყვით გამოსვლა კომისიის წევრებმა (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაეროში მოქმედი ახალგაზრდობის წარმომადგენლი) ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად გამოავლინეს 10 კონკურსანტს შორის საუკეთესო.
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...21&info_id=8905ახალგაზრდებს წარმომადგენელიც გვყოლია გაეროში იცოდით ამის შესახებ???
საინტერესოა რა კრიტერიუმებ არჩევდა აქამდე და რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი ელჩი??