გამარჯობათ
ხშირად ვფიქრობ ხოლმე თუ
1.რა არის ბოროტი / კეთილი
2.რისი & ვისი ბრალია არის ბოროტი / კეთილი
და შევქმენი ასეთი თეორია, სახელწოდებით
"ყველაფერი ყველას ბრალია"ახსნა:
ამ ყველაფერს საფუძვლად ის უდევს რომ ვეყრდნობი (და მწამს) ასეთი გამოთქმის (რომელიც ასევე მე შევქმენი) :
"ადამიანი შავი ხვრელივითაა, ის ირგვლივ ყველაფერს ისრუტავს, განსხვავება ისა რომ ჩვენ არ ვიცით როდის და რა სახით დაგვიბრუნებს ამ ყველაფერს".
ადამიანი ჩასახვიდან სიკვდილამდე აგროვებს გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში განაპირობებს მის ქმედებებს.
ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ არ ვართ თავისუფლად მოაზროვნენი, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ და გავიფიქრებთ განპირობებულია ჩვენი გამოცდილებიდან, ანუ ჩვენი ურთიერთობებით გარე სამყაროსთან, ანუ ჩვენი ურთიერთობებით სხვა ადამიანებთან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამის დამტკიცება არც ისე მარტივია, იმიტომ რომ ძირითადად თქვენს ქვეცნობიერ 'მე'ს ეხება საქმე, რომელშიც თქვენი ჩასახვიდან დღემდე ყველაფერი ილექება და თავისთავად წარმოუდგენელია ამ ყველაფრის ამოქექვა ფხიზელი გონებით.
ფხიზლად იმიტომ არის შეუძლებელი რომ შეიძლება ბევრი ისეთი დასკვნა გამოვიდეს რომელსაც თქვენი ცნობიერი/პიროვნება ირეალურად მიიჩნევს და უგულებელყოფთ, ამიტომ ქვეცნობიერში შესაღწევად საჭიროა ჰიპნოზი.
მაგრამ ხანდახან თქვენი ქცევა შეიძლება ისე მარტივი და ახალი იყოს რომ თავად შეძლოთ მასზე პასუხის მოძებნა თქვენი წარსულიდან.
ჩვენ თავს ვუწოდებთ ჰომოსაპიენსს, 'ბრძენ ადამიანს', 'მოაზროვნე ადამიანს'.
რა არის აზროვნება? აზროვნება არის ფაქტების შეჯამება და დასკვნის გამოტანა, ერთი მთლიანი სურათის დანახვა, წერტილების შეერთება. მეტი არაფერი.
(პ.ს. რაიმეს გააზრება შეიძლება მოხდეს ქვეცნობიერად, ისევ და ისევ ფაქტების/გამოცდილების მეშვეობით)
ჩვენი ხასიათი პირდაპირ კავშირშია ჩვენ აზროვნებასთან, შესაბამისად ჩვენ გამოცდილებასთან.
ჩვენ შეიძლება ხასიათში გვქონდეს სიმშვიდე, სიმკაცრე, მიზანსწრაფულობა, ზერელეობა, თავისუფლების & ახლის გაგების სურვილები ან რაიმე სხვა მახასიათებელი.
მაგრამ არა იმიტომ რომ ეს 'ბუნებით მოგვსდევს' არამედ იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში(ყველაზე მეტად ბავშვობაში მუშაობს ჩვენი მტვერსასრუტი ქვეცნობიერი) ვხედავდით ამ ფაქტებს, რომლებიც ჩვენში ჩაჯდა.
ისიც კი თუ როგორ უნდა გაარჩიო კარგი ბოროტისგან არის კონკრეტული ფაქტების და სწავლებების შედეგი.
შესაბამისად, როცა ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ვართ მაგალითი სხვა ყველასთვის, ვისთანაც კი რაიმე ოდნავი შეხება გვაქვს, და პირიქით.
არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვაკეთებთ თუ არა რაიმეს. უმოქმედობაც მაგალითია სხვისთვის და მოქმედებაც.
ანუ ჩვენ ვართ ჩვენი საზოგადოების ანარეკლი.
საზოგადოება ვისი ანარეკლია? წინა საზოგადოების, წინა თაობის, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა წინა თაობები გვაძლევენ მაგალითებს/ფაქტებს/სწავლებებს.
ჩვენ უბრალოდ აღმოცენებული თესლი ვართ რომელიც წინა თაობებმა დათესეს, და ასე იქნება მუდამ.
და ასე იყო მუდამ. გამოდის რომ თუ რაიმე ბოროტება მოხდა და მოხდება ამ პლანეტაზე ადამისა და ევას ბრალი ყოფილა.
იმიტომ რომ მან თავის შვილი ვერ გაზარდა ისე რომ არ ყოფილიყო ბოროტი,
იმიტომაც რომ
მან თავის ვერ ასწავლა თუ როგორ არ უნდა გაეზარდა ბოროტი შვილი.
ამ შემთხვევაში ადამის შვილი არის უბრალო გამტარი. შესაბამისად მისი ბრალი არაა მისი შვილი რომ ბოროტია, ადამის ბრალია.
შესაბამისად სად არის ხსნა? ვაბრალოთ ადამს ყველაფერი და ვიყოთ ასე?
ამიტომაც დავარქვი ამ მოსაზრებას 'ყველაფერი ყველას ბრალია' და არა 'ყველაფერი ადამის ბრალია'
მე მაქვს იმედი რომ ჩვენ ადამიანები ჩევძლებთ პასუხისმგებლობის გრძნობა ისევ ჩვენ თავზე ავიღოთ და ჩვენ ვიგრძნოთ თავი დამნაშავეებად
იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ კარგი ჰომოსაპიენსები
იმიტომ რომ გვინდა გვჯეროდეს რომ მომავალი ჩვენს ხელშია
იმიტომ რომ არ გვინდა გვჯეროდეს იმ რეალობის რომ ჩვენი აზრი არ არის თავისუფალი
მოდი ერთი პატარა მაგალითიც განვიხილოთ.
დავუშვათ იყო პეტრე, რომელსაც უბანში ერთი ბიჭი ჩაგრავდა.
პეტრეს ეს მწარედ დაამახსოვრდა, გაუჩნდა სურვილი რომ ეს ბიჭი დაესაჯა მაგრამ რახან ვერ ერეოდა მიზნად დაისახა რომ
მაღალი თანამდებობის პირი გამხდარიყო და მოეკლა ეს ბიჭი. ასეც მოიქცა. რადგან მას სძულდა ბოროტება, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე.
როგორც ნათქვამია, პირველია ძნელი თორე მერე რიხინ რიხინით მიდისო. და პეტრეც რიხინ რიხინით სჯიდა და კლავდა ყველას ვინც არ მოეპიტნავებოდა...
და ასე შეიქმნა სასტიკი დიქტატორი ან რაც გინდათ ის დაარქვით.
მოდით აქ გავჩერდეთ, და ის ვიკითხოთ, რატომ ჩაგრავდა ის ბიჭი პეტრეს? მისი ბრალი იყო? არა, არ იყო მისი ბრალი.
ეს იყო მამამისის ბრალი რომელიც იმ ბიჭს ყოველ ღამე სცემდა არაფხიზელ მდგომარეობაში, და ეს მოწონდა, სწორედ ეს მაგალითი აიღო ამ ბიჭმაც.
შესაბამისად გამოდის რომ ამ ბიჭში აღმოცენდა ის თესლი რომელიც მამამისმა დარგო.
ესეიგი მამამისში ღოფილა ძაღლის თავი დამარხული... მაგრამ მოიცა.. მამამისი რატომ მოდიოდა სახლში მთვრალი? იმიტომ ხომ არა რომ სამსახურში
მისი ბოსი ცუდად ექცეოდა? კი, მაგიტომ, და ესეც უპერსპექტივობის გამო თავს ვერ ანებებდა სამსახურს.
უპერსპექტივობა... ეს იმის ბრალი ხომ არაა რომ მასწავლებლებმა(მშობლების უყურადღებობის გამო) არ მიცეს საკმარისი განათლება? კი.
ახლა უკვე დამნაშავეთა სამი ჯგუფი გვყავს: ბოსი, მასწავლებლები, მშობლები. და ასე გრძელდება უსასრულოდ...
ყველაფერი ყველას ბრალია (და რეალურად არაფერი არავის ბრალი არაა გარდა ადამ-ევასი)
(წყარო: pure imagination)
შესაბამისად ყოველთვის როცა ვიღაცას ვსჯით დანაშაულისთვის,
არასწორად ვსჯით იმიტომ რომ ეს მისი ბრალი არაა. ეს ჩვენი ბრალია(და არცაა ჩვენი ბრალი)
ასეთი უსუსურია ადამიანი.
ბოროტის და კეთილის გარჩევაზე არ ვიცი რა ვთქვა.
ჩემი რჩევა: შვილები კი არ უნდა 'გაიზარდნონ' თავისით, თქვენ უნდა 'აღზარდოთ'.
OFFTOPIC:| ბოდიშით რომ ამდენ რაღაცას მივედ მოვედე, აშკარად არ მივარგა წერის კულტურა მარა რაღაც აზრი გამოიკვეთა იმედია )) |