http://www.imdb.com/title/tt0861739/დიდი ხანია ამ ფილმზე თემის გახსნა მინდოდა,დღეს კიდევ ერთხელ ვუყურე,შთამბეჭდავია იგივე დოზით

კიდევ ერთი ღირებული ნამუშევარი-ახლა უკვე სხვა მხრიდან დანახული ღმერთის ქალაქი...
BOPE aka Batalhão de Operações Policiais Especiais...
ნარკო დილერები...
ცხელი რიო...
წამალზე შემჯდარი ახალგაზრდობა...
ბევრი ტყვია და უფრო მეტი კრიმინალი...
გზა,რომელსაც ბევრი ვერ გაივლის...
შოკური თერაპია-მხდალი და მშიშარა ადამიანებისთვის აქ ადგილი არაა,ფსიქოლოგიური წნეხი,რომელიც უმრავლესობას უბრალოდ გასრისავს!
შეცდომებს აქ არ პატიობენ,სიკვდილი შეიძლება ქუჩის მეორე მხარეს იდგას და შენ მას ვერც კი ამჩნევდე...
სტრესი,შიში,აგონია,პანიკა,ტკივილი...
ჟოზე პადილიოს შესანიშნავი ფილმი,რომელმაც 2008 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვის პრემია მიიღო.
ორი ბავშვობის მეგობრის ისტორია,რომლებსაც ქონდათ ოცნება-სურვილი თავისი ქალაქისთვის,თავისი ქვეყნისთვის სამსახური გაეწიათ...
სამართლიანობის ძიებაში ისინი თავს პოლიციაში ამოჰყოფენ,კორუმპირებული სისტემის შავი ლაქები აქაც ბლომად შეიმჩნევა,პრობლემების გამოსავალიც მალევე მოიძებნება...
ისტორია ელიტარული ქვედანაყოფის მეთაურზე,რომელიც თავისი შემცვლელის ძიებაშია,ფეხმძიმე მეუღლე და ბედნიერად ცხოვრების წადილი...ამავდროულად ძნელია ქუჩების უპატრონოდ-უმეთვალყუროდ დატოვება,ომში ხომ ყოველთვის არის რაღაც რისი გაწირვაც გიწევს...
ძალადობა,რომელსაც ვინმემ პასუხი უნდა გასცეს,ხშირად რეაქცია კანონის ფარგლებს სცილდება,თუმცა საჭიროა!
სერიოზული ფსიქოლოგიური ტრილერია
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=AHAIB (საშინელი თარგმანია,
http://letitbit.net/download/9381.9bbd8db5....HDRip.avi.html აქაა შედარებით კარგი გახმოვანებით)








