ასაკობრივების ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებზე ვისაუბროთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უკანასკნელ 4 წელიწადში ორი სხვადასხვა თაობა გავიდა ევროპაზე. ელიტ-რაუნდში სულ გავდივართ, ორჯერ ძალიან ცოტა დაგვაკლდა ევროპამდე....ბოლო ორ შესარჩევში U21 მე-3 ადგილზე გავიდა. ერთხელ ძაან ახლოს იყო ფლეი-ოფთან და არ გაუმართლა სასწაულად.
ვფიქრობ, ამის გაანალიზება და დასკვნების გამოტანა აუცილებელია, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და სწორი გზიდან არ გადავუხვიოთ.
ჩემს ვერსიას მოგახსენებთ:
დევდარიანის U17 (ჭანტურია, ყაზაიშვილი, პარუნა, გიგაური, ტვილდო) შეგვიძლია ავიღოთ ახალგაზრდულების აღზევების ათვლის წერტილად. ეგ ნაკრები გავიდა ელიტ-რაუნდში და ევროპამდე სულ ცოტა დააკლდა. მას მერე ტემპი აღარ დაგვიგდია. ამ გუნდის 90% საბურთალოს გაზრდილი იყო.
მერე იყო ჟორჟიკას U17..რომელიც ასევე გავიდა ელიტ-რაუნდში. ამ ნაკრებში ბევრი კლუბი იყო წარმოდგენილი...ვერ იტყვი, რომ რომელიმე სჭარბობდა, თუმცა საბურთალოს წვლილი აქაც იყო - ფანცულაია, თებიძე, მიქავა (მერე ლოკომ წაიყვანა), არაბული...აღსანიშნავია ბაიას წვლილიც - სამუშია, ენდელაძე. ამ თაობამ U17-ში ვერ იფრინა, თუმცა ბიჭებმა 2 წელიწადში დიდ პროგრესს მიაღწიეს თავიანთ კლუბებში და ევროპა დადეს U19-ში.
მერე იყო მაისურაძის U17, რომელმაც ევროპის ნახევარ-ფინალი დადო. ეს გუნდი მთლიანად ლოკომოტივისა და დინამოს ბავშვებით იყო დაკომპლექტებული.
შემდეგ იყო ისევ დევდარიანის U17, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა ევროპაზე გასვლამდე. ეს გუნდი 90% საბურთალო იყო...+ რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი (გელაშვილი, ზარანდია, კერძევაძე...) სხვა კლუბებიდან.
ანუ, რეალურად რა მოხდა ბოლო წლებში:
1. ჭკვიანმა ხალხმა გააკეთა საბურთალოს სკოლა და რამოდენიმე წელიწადში, ნაკრებების მთავარ მიმწოდებლად იქცა.
2. ლოკომოტივმა დატოვა უმაღლესი ლიგა და მთლიანად ბავშვებზე გადაერთო. საბურთალოს მსგავსად, აქაც ჭკვიანი ხალხი შეიკრიბა.
3. სიჭიმ გააკეთა ბაიას სკოლა, რომელმაც რამოდენიმე ძალიან კარგი ბიჭი მისცა ნაკრებებს და ბევრი კარგი ფეხბურელი ეროვნულ ჩემპიონატს.
+ დინამოს სულ კაი სკოლა ჰქონდა და ახლაც დიდი წვლილი შეაქვს წარმატებებში.
იმ კლუბებს არ ვუკარგავ დამსახურებას, რომლებმაც ამ ''ნახევრფაბრიკეტებს'' დიდი ფეხბურთისაკენ გზა გაუხსნეს - ტორპედო,ზესტა... ეს სხვა თემაა. მე იმენა ბავშვთა ფეხბურთზე მინდა ვისაუბროთ.
დასკვნა: ბავშვთა ფეხბურთში გაჩნდა ორი ახალი ''მონსტრი'' - საბურთალო და ლოკომოტივი და ასაკობრივი ნაკრებების შედეგები სასწაულად გაუმჯობესდა.
შეკითხვა: თუკი 2-3 კარგი სკოლის გამოჩენით ამხელა პროგრესი მივიღეთ, 10-12 ასეთი კარგი სკოლა რომ გაიხსნას მთელს საქართველოში, მერე რა იქნება ?

დედას #####ნავთ ევროპაში ?
პ.ს. ფედერაციას არ ვუკარგავ დამსახურებას..ძალიან უწყობენ ხელს ასაკობრივებს. მწვრთნელების სწორად შერჩევა , ამდენ უცხოურ ტურნირზე მონაწილეობა...მომავალმა U17-მა უკვე ორი უცხოური ტურნირი ითამაშა.
უფრო მოკლედ ვერ დავწერე

თუ ბოლომდე წაიკითხეთ მადლობა და თუ არა, მარტო სათაურის მიხედვით გამოთქვით თქვენი აზრი

)))
This post has been edited by George:) on 15 Jun 2013, 13:41