მოგესალმებით ძვირფასო თანაფორუმელნო
ერთი ასეთი იდეა მინდა მოგაწოდოთ და თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს
ამ რამდენიმე თვის წინ სიგარეტის აქციზის გაზრდაზე მქონდა დაწყებული კამპანია. ვიღაც ჩინოვნიკი წააწყდა ეტყობა სადღაც ჩვენს გულისტკივილს და შეიტანა პარლამენტში შესაბამისი დადგენილება (თუ რაც არის), შედეგად სიგარეტი 7 თეთრით გაძვირდა. ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს საზღაური მწეველებს ეყოფათ.
ახალი პრობლემა (პრინციპში რაღა ახალი) რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არის დიდი ჯიპები და გამონაბოლქვის პრობლემა. ეს საკითხი გავყავი ორად, ერთი მხრივ დიდძრავიანი ავტომობილები, რომლებიც წვავენ უამრავ ბენზინს და აქვთ დიდი გამონაბოლქვი და მეორე მხრივ უზარმაზარი ჯიპები, რომლებიც იკავებენ დიდ ადგილს ამ ისედაც გადატვირთულ ქალაქში.
ჩემი აზრით უნდა დაიბეგროს ორივე.
ერთი ეს დიდძრავიანი ავტომობილები(რომლებიც ბენზინზე მუშაობენ) შედარებით დაბალი გადასახადით, თუმცა ისეთი, რომ დაფიქრდეს ადამიანი, როდესაც ავტომობილის შეძენას გადაწყვეტს და მეორე ფუფუნების გადასახადი ამ უაზარმაზარ ჯიპებზე. ამასთანავე დავუწესოთ შეღავათები იმ ავტომობილებს, რომლებიც პროპორციულად უფრო პატარები არიან და ნაკლებ ბენზინს წვავენ.
მაგალითად განბაჟებისას ან სხვა...
როგორც ხედავთ ეს იდეა ჯერ მომზადებას საჭიროებს და ტარიფებზე არაფერი მიწერია, ვფიქრიბ ეს თემა საკვლევია და გონივრულ ფარგლებში უნდა მოექცეს რეგულაცია.
უკვე შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება, დგას ბუღი და ტროტუარები გავსებულია 3 სართუალიანი ჯიპებით. კეთილი ინებეთ და თუ ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებთ მეტი გადასახადი გადაიხადეთ ი ბიუჯეტში , თუ არა და გადმოჯექით პატარა ავტომობილებზე. ამ საკითხს ლოგიკურად უკავშირდება აგრეთვე პარკირების პრობლემა.
ამ ტიპის რეგულაცია სჭირდება ქალაქს, თან სასწრაფოდ, სამწუხაროდ არცერთი მერობის კანდიდატი აღნიშნულ საკითხს არ შეხებია.
მაინტერესებს მოქალაქეების აზრი . თქვენი აზრით საჭიროა თუ არა ქალაქის განტვირთვა და საავტომობილო რეგულაციები?
პ.ს ტაქსტისტები და დაბალშემოასავლიანი მოქალაქეები პატიოსნად გაზზე მუშაობენ და გამონაბოლქვიც ნაკლები აქვთ. ეს ისე ვინმეს რომ წამოსცდეს მაინც
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx