
ოკ, "გასაოცარი" შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სულ უფრო ცოტა რამ მაოცებს, ეს ისტორია - ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო.
მეტწილად იმიტომ, რომ სულ მეგონა - ყველა ხალხს და განსაკუთრებით პრიმიტიულ (ჩვენთან შედარებით) ხალხებს აქვთ კრეაციული ლეგენდა, ყავთ რაიმე სახის ღვთაება ან ღვთაებები და რაიმე სახის რიტუალები, კულტები, თუ რელიგიის მსგავსი რამ.
მაგრამ, მწარედ ვცდებოდი
ბრაზილიის, ამაზონის ჯუნგლებში არის ხალხი, პირა-ჰა, 1977 წელს, იქ 26 წლის დენიელ ევერეტი ჩავიდა, დენიელი ლინგვისტი, ანთროპოლოგი და მოქადაგე მისიონერი ქრისტიანი გახლდათ,
პირა-ჰა - ს ხალხი სულ 420 ადამიანისგან შედგება, ისინი მდინარე ამაზონის შესართავებთან, პირდაპირ ჯუნგლებში ცხოვრობდნენ და რაც მთავარია - არანაირი კონცეფცია არ გააჩნიათ, რაიმე სახის "ზებუნებრივ არსების" შესახებ, არც კრეაციის მითი, არც "რაღაც არსებობს", მათთვის ყველაფერი უბრალოდ ხდება და მორჩა.
თუმცა ევერეტის ჩასვლის მიზეზი ანთროპოლოგიური კვლევები, უფრო მეტად კი ლინგვისტური კვლევები გახლდათ, რადგან პირა-ჰა -ს უნიკალური სასაუბრო ენა აქვს, მაგალითად ფერებისთვის ცალკე სიტყვა არ აქვთ, თუ წითელ ჭიქას ანახებთ, გეტყვიან რომ ის სისხლს გავს, ან რომელიმე წითელ კენკრას.
20 წლის პირა-ჰას ხალხთან ცხოვრების შემდეგ, ევერეტმა მისიონერულ საქმიანობასაც მიჰყო ხელი, ბიბლიის ახალი აღთქმის ლუკა უთარგმნა თავიანთ ენაზე პირა-ჰას ხალხს და წაუკითხა... თუმცა მრავალჯერადი გამეორების შემდეგ, პირაჰელებმა მაინც ვერანაირი სულიერი მნიშვნელობა ვერ მიანიჭეს ბიბლიას. მათთვის ის გამონაგონი იყო და მეტი არაფერი.
მალე ევერეტი მიხვდა, რომ ის თავისუფალ, ბედნიერ ხალხს ასწავლიდა, რომ სინამდვილეში ისინი სიბნელეში იყვნენ და იესო სჭირდებოდათ... და მალე აღიარა რომ თავადაც არ სჯეროდა ბიბლიის.
მას მერე რაც ის ფარული ათეისტი გახდა, გადაწყვიტა ოჯახისთვის ეთქვა მისი რწმენის გაქრობის შესახებ, რის გამოც ის ცოლმა და ბავშვებმა მიატოვეს... თუმცა შვილებმა 2008 წელს აღადგინეს ურთიერთობა მამასთან.
აქ ავტორი, ამ განცდის შესახებ თავად საუბრობს, მისი წიგნიდან ბოლო ნაწილს: