პატარა პრობლემა მაქვს წყლის მრიცხველებთან და იქნებ მირჩიოთ ვინმემ რა მოვუხერხო, ძალიან არ მინდა წყალკანალისგან რამე ჯარიმა ავიკიდო.
ეხლახანს გავაკეთე რემონტი და შესაბამისად წყალგაყვანილობა, რემონტის დროს წამომეწია წყლის გამრიცხველიანებაც და ეგენიც დავაყენე.
ბინა არის ჩეხური ოთხოთახიანი. შემოდის წყლის ორი ხაზი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ორივეზე დავასმევინე მრიცხველი. ერთი ხაზი შედის აბაზანაში, მეორე სამზარეულოში და ტუალეტში.
იმის გამო რომ სამზარეულოს ხაზს ხანდახან წნევაში უჭირს ხოლმე მუშებს ვუთხარი რომ სარეზერვოდ აბაზანის ხაზზეც დააერთებინათ და ცალკე ვინტილიც დაეყენებინათ. მუშებმა ეს კი გააკეთეს მაგრამ სარეზერვო ვინტილი დაავიწყდათ, მე კი თვალყური ვერ მივადევნე და მერე მეც დამავიწყდა.
მოკლედ, ეხლა არის წყლის ორი ხაზი რომელიც ერთმანეთთანაა გადაერთებული, ორივე ხაზზე ცალ-ცალკე აყენია ვინტილი და ვინტილთან მრიცხველი.
როცა ორივე ვინტილი ღია მაქვს არათანაბარი წნევის გამო წყალი ერთი ხაზიდან მეორეში გადადის. მრიცხველების პრობლემაც აქ იწყება, იქ სადაც მეტია წნევა მრიცხველი ტრიალებს მუდმივად და წერს გახარჯულ წყალს, ხოლო სადაც ნაკლებია წნევა ვინტილი ტრიალებს უკუღმა და გახარჯული წყლის მაჩვენებელიც იკლებს (თუ ონკანი არა მაქვს მოშვებული, ონკანის დანახარჯი ჩვეულებრივად აისახება მრიცხველზე, ანუ ჩემ გადასახდელს მე მაინც ვიხდი).
მთლიანობაში მე ამით არც ვაგებ არც ვიგებ, რასაც ერთი მრიცხველი წერს ის აკლდება მეორე მრიცხველს, მაგრამ ეს რამე დარღვევაში ჩამეთვლება?
ეხლა ერთი ვინტილი მუდმივად დაკეტილი მაქვს და მხოლოდ მეორეს ვხმარობ (მილები ხო მაინც გადაერთებულია), მაგრამ წყალკანალის რომელიმე ჭკვიან თანამშრომელს შეიძლება ეს შეუმჩნეველი არ დარჩეს და არ ვიცი რამე სანქციას დამაკისრებენ თუ არა.
ვინმე ხართ ამ საკითხში ჩახედული? ასეთ შემთხვევებზე რამე ჯარიმაა თუ როგორაა საქმე?
გამოსავალი "მუშას გადაახდევინე" ან "მილი გადაჭერი" ვერ მიიღება, მუშას მაქსიმუმ ფეხები დავამტვრიო, მილის გადაჭრა კი კაფელის გამონგრევასთან და რემონტის გაფუჭებასთან არის დაკავშირებული
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT