თბილისურ სიცხეს სულ რაღაც 5 დღით გავექეცი და მოვხვდი წვიმის სამშობლოში ბათუმში.
ბათუმის წვიმა მართლაც სულ სხვანაირია,არ ჰგავს თბილისის წვიმას.ჯერ დილიდან გემრიელად დაუშენს,მერე პატარას გადაიღებს,შეიძლება მზემაც გამოანათოს და მერე ისევ წამოვლენ ღრუბლები და დილამდე ერთ რეჟიმში წვრილი წვიმა წამოვიდეს.
დამსვენებლები,განსაკუთრებით უცხოელი სომეხი და აზერი სტუმრები შეშფოთებით უყურებენ ცას,რა ქნან? წვიმას ვერავინ აჩერებს.
ამხელა გზაზე წამოსულები ვართ და წვიმაში ვიხდით ფულს? -წუწუნებენ სომხები.
ბოლოს ბათუმში ორი წლის წინ ვიყავი და ახლა ბევრი ცვლილება შევნიშნე. მართლაც ბრმა უნდა იყო,რომ ვერ შენიშნო ბათუმის აღმშენებლობა და სილამაზე.ბათუმი მეტად დამშვენდა და გალამაზდა,განსაკუთრებით მისი ცენტრი და ზღვისპირა ბულვარი.
ღამის ბათუმი ხომ სულ სხვა სანახავია..ამ ყველაფერს რომ უყურებს უცხო თვალი,ვერ მალავს აღტაცებას: ბრავო მიშა!
მოდიან და მოდიან ჩვენს მეზობლად მცხოვრები უცხოელი სტუმრები ბათუმში,ზოგი ავტობუსით,ზოგი საკუთარი მანქანით.
თავებდაბურული ირანელი ქალები დაბოდიალობენ ბულვარზე,ბანაობით ეგენი თავს არ იწუხებენ,მგონი ტანსაცმლით შედიან წყალში.ჩემი ყოფნის პერიოდში ერთი დღე იყო მზიანი და მობანავე ირანელი ქალი არ მინახავს.
სამაგიეროდ ვნახე ირანელი ახალგაზრდა ბიჭები,ზაგარი რომ საერთოდ არ სჭირდებათ ცხოვრებაში, მაინც წამოწოლილები არიან შეზლონგებზე და ქართველ გოგოებს აბამდნენ.ზუსტად ალის და ნინოს შედევრის გვერდით ორი ქართველი გოგო პირდაფჩენილი უსმენდა ირანელების დამტვრეულ რუსულს.
სომხები და აზერები მეგობრულად გვერდი გვერდზე პლაჟზე ზაგარს იღებდნენ და წყალშიც ერთად დაცურავდნენ. ქუჩაშიც მათი მანქანებიც ერთად დგანან. (სურათიც გადავიღე)
აი რამხელა სამშვიდობო მისია აკისრია ბათუმს და აჭარის ზღვისპირეთს!
მერე და ვისი დამსახურებაა? აბა გამოიცანით!
მიშას ხელი და მისი მზრუნველობა ბათუმს აშკარად ეტყობა,ამ ხუთი დღის მანძილზე სამჯერ ვნახე მისი ვერცხლისფერი ვერტმფრენი.
საწყალი ვარშალომიძე,ბოსი ზაფხულის პერიოდში ხშირად აკითხავს და ყველგან დაატარებს,მითითებებს აძლევს.აბა გაუბედე და რამე შენებურად გააკეთე...ვერ მოგართვით!
ახლა ცოტაც თურქებზე..თურქეთის სუნთქვა ბათუმში ძლიერ იგრძნობა.
რა ქნან ბათუმელებმა,როცა თურქეთი ასე ახლოა და თბილისი შორსაა?
ვნახე ქუთაისის და ხულოს ქუჩა.ვერ ვიტყვი, რომ რაიმე საგანგაშოა და ასევე არც დამამშვიდებელია. ქართულ-თურქული წარწერები.თურქული რესტორან-კაფეები.მომსახურე პერსონალი ძირითადად თურქები არიან..
რომ შედიხარ ასეთ კაფეში.თურქი გეუბნება ქართული გამარჯობის მაგივრად -ბუირუნ! ( გეთაყვა,რას ინებებთ?)
ამ ქუჩაზე ვნახე უზბეკი თუ ყირგიზი "წესიერი ყოფაქცევის" გოგოშკები მეტად მოკლე კაბებით.ყიდულობენ საჭმელებს და ტაქსით გარბიან გონიოში თავიანთ ტრეფიკინგის რეზიდენციებში.
საკმარისია გაცდე ბათუმის ბულვარს და სიღრმეში შეხვიდე,დატკბები ასლანას დროინდელი ძველი ჩაშავებული სახლებით,დანგრეული,აყრილი ასფალტით.გზებზე დიდი გუბეებით და ბაყაყების ყიყინით.
ბათუმში გასაკეთებელი მართლაც ბევრია და აცალეთ მიშას!
ასლანას დროინდელ ბათუმში რა ხდებოდა,ყველამ კარგად იცით.ასლანას სულ ოპერის თეატრზე უყვარდა ლაპარაკი და ტრაბახი.
თურქებთან და რუსებთან ჩახუტებული ასლანა ქალაქში თურქებს არ ახარებდა.არ იყო თურქული ლოქანტები და კაფეები.შუა აზიის ნაშოჩკებიც ვერ ჩამოდიოდნენ გონიოში.
არ იყო შერატონი და რედისონი.არც ეშმაკის ბორბალი და არც ნინო და ალი.არც მშენებარე ჭაჭის შადრევანი.
რამდენ სანახაობას მოსწყდა ასლანა,ზის ახლა ბაიყუშივით მოსკოვში და ბათუმი ალბათ ესიზმრება.
This post has been edited by tintoreto on 24 Aug 2012, 02:35
მიმაგრებული სურათი
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი