#37031693 · 28 Jun 2013, 18:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაგიგიათ ეს რა არის? ან საშიშია? ან როგორ ვიმკურნალო?
ასეთი რამე მემართება: ხანგრძლივი აღგზნების შემდეგ თუ არ გავათავე, მეწყება მუცელში (პატარა მუცელში) მარცხენა მხარეს საშინელი ტკივილი. ისეთი ძლიერი რომ ვლურჯდები და მთლიანად მთენთავს, მოძრაობასაც მიშლის და საშინელ ხასიათზე მაყენებს, ძალიან ძლიერი ტკივილია. ეს გრძელდება 2-3 სააათის განმავლობაში და მერე გადის. ბოლო დროს გამაყუჩებელს ვსვავ, უკვე ვეღარ ვუძლებდი ტკივილს. საქმე ისაა რომ დაბადებიდან მარცხენა სათესლე არ მაქვს პარკში. ეგონათ რომ მუცელში იყო ასული, მაგრამ ხელითაც არ ისინჯებოდა ბავშვობაში, მერე კიდევ რომ წამოვიზარდე არაფერში არ მიშლიდა ხელს და ეს მარჯვენა კვერცხიც მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, ხოდა არ ვაქცევდი ყურადღებას. ეს ტკივილი რაც დამეწყო ცოტა შემეშინდა, და ექოსკოპიაზე წავედი, იქ ნახეს და მარცხენა სათესლე არსად არ ჩანსო, არც მუცელშიაო არც სადინარშიაო და არსად არ არისო. ანუ ხდება ესე რომ უბრალოდ არ არსებობსო. მაგრამ მარჯვენა თუ ნორმალურია პრობლემა არ არისო. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ეს ტკივილი მაინც მაქვს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარ აღგზნებული და არ ვათავებ, მაგალითად შეყვარებულთან ყოფნის დროს თუ ვეფერები დიდი ხნის განმავლობაში და სექსი არ გვაქვს, მერე 1-2 საათში მეწყება ეს ტკივილი. მაგრამ ყოველთვისაც არ ხდება ასე, ხანდახან. თვეში 2-3ჯერ. სიმპტომების მიხედვით მოვძებნე ინტერნეტში და აღმოვაჩინე რომ ამას ჰქვია: პროსტატის და სათესლეების ვაზოკონგესცია. ინგლისურად: Vasocongestion ან Blue balls
რა ვქნა? მირჩიეთ რამე.
ექოსკოპია ვინც გამიკეთა იმან მითხრა ვერაფერს ვხედავ აქ საშიშსო, თირკმელებიც გამიშუქა კენჭი ხომ არ არისო, პროსტატაც ნახა – ნორმაშიაო, მარჯვენა კვერცხოც კარგიაო. ხოდა გამაყუჩებელი დალიე ხოლმე და დროთა განმავლობაში შეიძლება გაგიაროსო. მაგრამ ტკივილი ძალიან ძლიერია და არ მიდა წავუყრუო. არც გამაყუჩებლებით მინდა უაზროდ ვიჭყიპებოდე. (კეტონალი დავამუღამე, ყვლაფერს აყუჩებს, კარგია.)
|