ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები სამხედრო წესით დაკრძალეს
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები - გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი და ზურაბ გურგენაშვილი გორის რაიონში დაკრძალეს.
ცერემონიაში მონაწილეობდა საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
გიორგი ადამოვი გორის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. ასევე სამხედრო პატივით სოფელ ორთაშენში დაკრძალეს ბორის ცუგოშვილი და სოფელ კარალეთში ზურაბ გურგენაშვილი.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონია გორის გარდა დღეს გაიმართა: მარტყოფში, ენისელში, ძეგვში და რუსთავში.
ენისელში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
წყარო/Source:
http://geo.ambebi.ge/samkhedro/79863-avgha...l#ixzz2W657DLnehttp://www.interpressnews.ge/ge/index.php?...-thema&Itemid=9-----------------------------------------------------------
მიშა, შენ უნდა დაიკრძალო ყოველგვარი წესების გარეშე! შენს კისერზეა ეს საშინელებაც!

გაისეირნა ბიჭმა ნაშასთან და შვილიც გაასეირნა ავღანეთში. რამდენი მოკალიო...
ფუ რა...
რით ვერ მოვიშორეთ ეს ჭირი?
...დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა...
...გიჟი ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად!...
(c) ოტია იოსელიანი
GVANCA ♥♥♥