”ყვითელი მარშუტკის” მძღოლები მხოლოდ მგზავრთა მოთხოვნის შემთხვევაში არიან ვალდებულნი, რომ კონდიცირება ჩართონ13:46 15.06.2013
შპს ”თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, მგზავრთა მოთხოვნის შემთხვევაში, მძღოლები ვალდებულნი არიან, კონდიცირების სისტემა ჩართონ.
ამის შესახებ ”აქცენტს” კომპანიის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ საზოგადოებაში შექმნილი იმ უკმაყოფილების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ე.წ. ”ყვითელ მარშუტკებში” კონდიციონერების არჩართვითაა გამოწვეული.
”ყველა მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემა გამართულად მუშაობს და მძღოლებს ის ჩართული უნდა ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ასე არაა, მგზავრს შეუძლია, კონდიციონერის ჩართვა მოითხოვოს და მძღოლი ვალდებულია, ეს მოთხოვნა შეასრულოს”, - აღნიშნა პოტრჟებსკაიამ.
ამასთან, როგრც ის აცხადებს, მძღოლებს სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის მუდმივად ჩართვის ვალდებულება არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ე.წ. "ყვითელ მარშუტკებში" კონდიცირების სისტემას მძღოლები მხოლოდ მგზავრების მითითების შემთხვევაში რთავენ, თუმცა ზოგჯერ არც რთავენ და მიზეზად, სისტემის გაუმართაობას ასახელებენ.
ცნობისთვის, გასულ წელს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებით, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში იყო ვალდებული, კონდიცირების სისტემა ჩაერთო, რათა მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ.
http://www.accent.com.ge/sazogadoeba/341-y...html?lang=ka-GE__________________________
რისთვის გააძვირეს მარშუტკები? იმისთვის რომ უფრო მეტი კომფორტი და რამე გვქონოდა ხო?
ალბათ მე მაქვს კომფორტზე არასწორი წარმოდგენები. არც კონდიციონერს რთავენ, არც საკმარისი მარშუტკებია და თან ფასიც გაძვირდა. რა განსხვავებაა ახლა წინა მარშუტკებისგან? ყვითელია? ყვითელ ფერს გულისხმობდნენ ალბათ კომფორტში.
პიკის საათებში ხო საერთოდ ვერ მოხვდები მარშუტკაში და ზაფხულში კიდე უნდა ჩაიხუთო იმ ოფლის სუნში და სიცხეში.
მძღოლს რომ ეუბნები კონდიციონერი ჩართეო ხან რას პასუხობენ ხან რას.
აი რამდენიმე შემთხვევა რომელიც გასულ 2 კვირაში გადამხდა სხვადასხვა მარშუტკებში:
1) - უკაცრავად, თუ შეიძლება კონდიციონერი ჩართეთ რა.
პასუხად მივიღე მძღოლისგან: -გაფუჭებულია
2) - უკაცრავად, თუ შეიძლება კონდიციონერი ჩართეთ რა.
... ჩართო "ვინტილატორი" და ცხელი ჰაერი მოდიოდა რათქმაუნდა.
კონდიციონერი ჩართეთ გავუმეორე ისევ, მიპასუხა ხო ჩავრთე რა გინდაო. ეს კონდიციონერი კიარა ვინტილატორია, ცხელი ჰაერი მოდის მეთქი. მეტზე ვერ ქაჩავსო.
3) - კონდიციონერი ჩართეთ რა
- ფანჯრებს არ კეტავს ხალხი და როგორ ჩავრთო ჯიგარო? გაფუჭდება.
მოკლედ ქვეყანა კიარა... არც ვიცი რა დავარქვა ამას. ყველგან აფერისტები როგორ უნდა იყვნენ ბლიად. "თბილისის მიკროავტობუსში" ხო აფერისტები არიან და მძღოლები ხო საერთოდ 10-ჯერ უარესები.